ოთახი (2015 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ოთახი“
რეჟისორი ლენი აბრაჰამსონი
პროდიუსერი დევი გროსი
ედ გინი
სცენარის ავტორი ემა დონიხიუ
როლებში ბრი ლარსონი
ჯეიკობ ტრემბლი
ჯოან ალენი
შონ ბრიჯერსი
უილიამ მეისი
კომპოზიტორი სტივენ რენიკსი
ოპერატორი დენი კოენი
გამოსვლის თარიღი 4 სექტემბერი, 2015 (ტელურიდე)
16 ოქტომბერი, 2015 (აშშ)
ხანგრძლივობა 118 წთ.
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ირლანდიის დროშა ირლანდია
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $13 მილიონი
შემოსავალი $35.4 მილიონი

„ოთახი“ (ინგლ. Room) — 2015 წლის ბრიტანულ-ამერიკელ-კანადურ-ირლანდიური დამოუკიდებელი კინოფილმი, რომლის რეჟისორია ლენი აბრაჰამსონი. ფილმის სცენარი დაწერა ემა დონიხიუმ იმავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ფილმის ვარსკვლავები არიან: ბრი ლარსონი, ჯეიკობ ტრემბლი, ჯოან ალენი, შონ ბრიჯერსი და უილიამ მეისი.

დახურულ სივრცეში შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ ქალი (ლარსონი) და მისი 5 წლის ბიჭი (ტრემბლი) საბოლოოდ მოიპოვებენ თავისუფლებას, მას შემდეგ რაც მის ვაჟი პირველად ნახავს გარესამყაროს. „ოთახის“ პრემიერა შედგა 2015 წლის 4 სექტემბერს ტელურაიდის კინოფესტივალზე და შეზღუდულად იყო გამოშვებული აშშ-ში 2015 წლის 16 ოქტომებრს. ლარსონმა მოიგო სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ოსკარი, BAFTA, ოქროს გლობუსი და გილდიის ჯილდო.

„ოთახი“ ასევე წარდგენილი იყო ოსკარის 3 ნომინაციაზე, მათ შორის: საუკეთესო სურათისთვის და საუკეთესო რეჟისორისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

24 წლის ჯოი და მისი 5 წლის ვაჟი ჯეკი ცხოვრობენ საცოდავ ფარდულში აკრონში (ოჰაიო), რომელსაც ეძახიან ოთახს. ისინი იზიარებენ ერთ საწოლს, საპირფარეშოს, აბაზანას, ტელევიზორს და ღარიბულ სამზარეულოს. ერთადერთი ფანჯარა ოთახში მინის სახურავია, ყველაფერს ჯეკი თავის სახელს ეძახის. ისინი არიან კაცის ტყვეები, რომელსაც მოხუც ნიკს ეძახიან და ის ჯეკის ბიოლოგიური მამაა. მან ჯოი გაიტაცა 7 წლის წინ და აუპატიურებს მას, როცა ჯეკს კარადაში სძინავს. ჯოი ცდილობს ოპტიმისტურად იყოს განწყობილი მისი შვილისთვის მაგრამ იტანჯება ცუდი კვების გამო და ხანდახან სძლევს დეპრესია. ის არწმუნებს ჯეკს რომ მხოლოდ ოთახი და მისი შემადგენელი ნაწილებია ნამდვილი. და დანარჩენი სამყარო მხოლოდ ტელევიზორში არსებობს.

მოხუცი ნიკი ეუბნება ჯოის, რომ დაკარგა სამსახური და ემუქრება, რომ შეიძლება ვეღარ შეძლოს მათი მომარაგება მომავალში. ერთ ღამეს, ჯეკი დაძლია ცნობისმოყვარეობამ, გამოვიდა თავისი კარადიდან, როცა მოხუც ნიკს ეძინა დედამისთან ერთად საწოლში. ჯოი შეშინებული იყო როცა გაიღვიძა და დაინახა მისი რეაქცია. ის ნიკს დაარტყამს, ნიკი კი დასასჯელად გათბობას გამოურთავს მათ. ჯოი გადაწყვეტს, რომ მოუყვეს ჯეკს გარესამყაროს შესახებ. ჯეკს თავიდან არ სჯერა და თან ცნობისმოყვარეობა იპყრობს. ჯოი ცდილობს ნიკის მოტყუებას, არწმუნებს მას, რომ ჯეკს ცხელება აქვს, იმ იმედით რომ წაიყვანს საავადმყოფოში, სადაც ჯეკს შესაძლებლობა ექნება შეატყობინოს სხვებს მათი მდგომარეობა. მაგრამ მოხუცი ნიკი დაპირდება მომდევნო დღეს ანტიბიოტიკების მოტანას.

ჯოი გაახვევს ჯეკს ხალიჩაში და თხოვს მას ითამაშოს მკვდრის როლი იმ იმედით, რომ ნიკი გაიყვანს მას ოთახიდან. ნიკი მოათავსებს ჯეკს სატვირთო მანქანაში. ჯეკი თავდაპირველად შეძრწუნებულია, შემდეგ გადმოხტება და გამვლელის ყურადღებას მიიპყრობს. პოლიცია გადაარჩენს მას და ჯოის და წაიყვანს მათ საავადმყოფოში.

ოჯახში დაბრუნების შემდეგ ჯოი გაარკვევს, რომ მისი მშობლები დაშორდნენ და დედამის ახალი პარტნიორი ჰყავს ლეო. კეკი და ჯოი მისი ბავშვობის სახლში დაბრუნდებიან. ჯოის მამა ვერ მიიღებს ჯეკს და დატოვებს მათ. ჯეკს უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება და გამოხატავს ოთახში დაბრუნების სურვილს. ჯოი იტანჯება შფოთვით და დეპრესიით, ის არ მიდის ექიმთან და დედამისზე არის გაბრაზებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]