ნურხაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნურხაცი
努爾哈赤
გვიანი ძინის ხანი
მმართ. დასაწყისი: 17 თებერვალი, 1616
მმართ. დასასრული: 30 სექტემბერი, 1930
მემკვიდრე: აბახაი
ცინის დინასტიის 1-ლი იმპერატორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 აპრილი, 1559
დაბ. ადგილი: ხეტუ-ალა, მანჯურია
გარდ. თარიღი: 30 სექტემბერი, 1626 (67 წლის)
დინასტია: გიორო

ნურხაცი (ჩინ.: 努爾哈赤; დ. 8 აპრილი, 1559 — გ. 30 სექტემბერი, 1626) — მანჯურიელი (ჯურჯენი) ხანი. 1583 წლიდან ძიანჯოუს ჯურჯენების მეთაური ლიაოდუნის ნახევარკუნძულზე. იყო ჩინეთის მინის იმპერიის ნომინალური ვასალი. 1616 წლისთვის გააერთიანა ჯურჯენული ტომები. ნურცახის დაპყრობებში დიდი როლი ითამაშა ჯურჯენების მიერ ჩამოყალიბებულმა სამხედრო-სახელმწიფო ორგანიზაციამ, ცნობილმა სახელით „რვა დროშა“. 1616 წლის თებერვალში თავი ხანად გამოაცხადა, დააარსა დინასტია გვიანი ძინი (ხოუ ძინი). 1609 წელს ხარკი შეუწყვიტა მინის იმპერიას, დაარღვია მისი საზღვარი. 1618 წლიდან წარმატებულ ომებს აწარმოებდა მინთან, დაიპყრო მისი რამდენიმე ქალაქი. 1626 წელს დამარცხდა მინის გენერალ იუან ჩუ-ხუანთან ქალაქ ნინიუანზე მიტანილი მორიგი იერიშის დროს. ნურხაცის მემკვიდრის აბახაის (ტაი ძუნის) დროს დინასტიას ეწოდა ცინი (1636), ხოლო ჯურჯენებს — მანჯურიელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Нурхаци // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. т. 18. — М. : Советская энциклопедия, 1974