ნუგზარ ნოზაძე
ნუგზარ ნოზაძე (დ. 10 აპრილი 1949, რუსთავი, საქართველო) — ქართველი კინოოპერატორი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად საშუალო სკოლაში. ვგიკ-ის საოპერატორო ფაკულტეტის (ლევან პაატაშვილის სახელოსნო) დამთავრების შემდეგ ქართულ ფილმის დამდგმელი ოპერატორია. გადაიღო ფილმები: „ექსკურსია“ (ირინა კვირიკაძე, 1981 ობერჰაუზენის სკფ პრიზი ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის. სტუდენტური ფილმების კონკურსში, 1982), „ბილიკი“ (მ. მინდიაშვილი 1987), „სპირალი“ (გ. ჭოხონელიძე 1990), მერცხლები და ბეღურები (დ. ურუშაძე 1991), „უძინართა მზე“ (თ. ბაბლუანი 1992), „თბილისი ჩემი სახლია“ (ე. ბადურაშვილი 1994), „უნამუსო“ (გ. ხარებავა 1997) „ანთიმოზ ივერიელი“ (ა. მაისურაძესთან ერთად, გ. ჭოხონელიძე 2001), „ორმო“ (მ. ქაცარავა 2002), „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ (ე. ბადურაშვილი 2003), „მიდიოდა მატარებელი“ (გ. შენგელაია 2006), „იდიოტოკრატია“ (ა. ვარსიმაშვილი 2009), „გარიგება 20 წლის შემდეგ“ (ზ. კოლელიშვილი 2011). დოკუმენტური ფილმები: „სამკუთხა წრე“ (ა. რეხვიაშვილი 2001), „საქართველო ჩემს გულში“ (რ. ბატატუნაშვილთან და ლ. პატარაიასთან ერთად. ზ. კოლელიშვილი 2001).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნუგზარ ნოზაძე [დაარქივებული] — ეროვნული ფილმოგრაფია