შინაარსზე გადასვლა

ნიტროსაღებრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიტროსაღებრები — ერთი ან რამდენიმე ნიტროჯგუფის () შემცველი ფენოლები, ნაფთოლები ან არომატული ამინები, რომლებშიც ერთი ნიტროჯგუფი აუცილებლად განლაგებულია ო-მდგომარეობაში ამინო- ან ოქსიჯგუფის მიმართ. ნიტროსაღებრებს ღებულობენ ოქსი- ან ამინონაერთების ნიტვრით. ზოგჯერ ხელსაყრელია ჰალოგენწარმოებულების ნიტვრა და შემდეგ ჰალოგენის ატომის შეცვლა ამინო- ან ოქსი– ჯგუფით. ამჟამად ფართოდ იყენებენ ყვითელ დისპერსიულ მედეგ მარკის ნიტროსაღებრებს პოლიეთერული და აცეტატური ბოჭკოების შესაღებად, წყალში უხსნარ ნიტროსაღებრებს კი ლაქ-საღებავების მრეწველობაში.