ნიკარაგუის კორდობა
კორდობა — ნიკარაგუის ფულის ერთეული. ერთი კორდობა შედგება 100 ცენტავოსაგან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორდობა ბრუნვაში შევიდა 1912 წლის 20 მარტს. მან ჩაანაცვლა პესო. 12½ პესო = 1 კორდობას. ახალ ეროვნულ ვალუტას ეწოდა ნიკარაგუის დამფუძვნებლის ფერნანდო ჰერნანდეს კორდობას სახელი.
1988 წლის 15 თებერვალს გამოუშვეს მეორე კორდობა, რომლის 1 კორდობა 1000 პირველი კორდობის ტოლი იყო. 1991 წლის 30 აპრილს გამოვიდა მესამე კორდობა, რომელსაც კორდობა ორო ეწოდა. კორდობა ორო მეორე კორდობასთან შედარებით 5 მილიონის ტოლფასი იყო. 2008 წელს 19.25 კორდობა ორო ერთ აშშ დოლარს უდრიდა.
მონეტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი კორდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1912 წელს წარმოადგინეს ½, 1, 5, 10, 25 და 50 ცენტავოიანები და1 კორდობა. ½, 1 ცენტავოიანები ბრინჯაოსგან იყო ნაკეტები, 5 ცენტავოიანი კი სპილენძ-ნიკელით. 1 კორდობიანი კი მხოლოდ 1912 წელს გამოუშვეს, რაც შეეხება ½ კორდობას, მისი ემისია 1937 წლამდე გაგრძელდა.
1939 წელს სპილენძ-ნიკელის მონეტები 10, 25 და 50 ცენტავოიანებმა ჩაანაცვლეს. 1943 წელი იყო ერთადერთი წელი, როცა თითბრის 1, 5, 10 და 25 ცენტავოიანები დამოვიდა. 1972 წელს სპილენძ-ნიკელის 1 კორდობიანი გამოვიდა, მას მოჰყვა 5 და 10 ცენტავოიანები 1974 წელს.
მონეტების ახალი სერია გამოვიდა 1981 წელს, რომელზედაც გამოსახული იყო აუგუსტო სესარ სანდინო. იგი შედგებოდა ალუმინის 5 და 10 ცენტავოიანებისგან, მონიკელებული ფოლადის 25 ცენტავოიანებისგან და სპილენძ-ნიკელის 50 ცენტავოიანისგან და 1 და 5 კორდობიანებისგან. 1983 და 1984 წლებში მონიკელებული ფოლადის მონეტები შეცვალეს სპილენძ-ნიკელის მონეტებმა. 1987 წელს გამოვიდა ბოლო კორდობიანები, რომელზეც გამოსახული იყო სანდინოს ქუდი. ბრუნვაში იყო ალუმინის 5, 10 და 25 ცენტავოიანები, ალუმინ-ბრინჯაოს 50 ცენტავოიანები, 1 და 5 კორდობიანები და ალუმინის 500 კორდობიანები.
მეორე კორდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ვალუტის არც ერთი მონეტა არ გამოსულა.
მესამე კორდობა (კორდობა ორო)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წელს გამოიცა 5, 10, 25 და 50 ცენტავოიანები. ისინი იყვნენ ქრომიტ მოვარაყებული ნიკელისგან დამზადებული. 1997 წელს ბრუნვაში შევიდა მონიკელებული ფოლადისგან დამზადებული 50 ცენტავოიანე, 1 და 5 კორდობიანი. მათ მოჰყვა 2002 წელს გამოსული სპილენძშემოვლებული ფოლადის 5 სენტავოიანი და თითბრით დაფარული ფოლადის 10 და 25 ცენტავოიანები. 2007 წელს კი თითბრით მოვარაყებული ფოლადის 10 კორდობიანი გამოვიდა.
ყველა მონეტის წინაპირზე გამოსახულია ნიკარაგუის გერბი და უკანა მხარეს რაოდენობის აღმნიშვნელი ციფრი.
კორდობა ცენტავო მმ სპილენძი ნიკელი ფოლადი თითბერი ღირებულება ნაპირი გამოსვლის თარიღი
1997 წლის სერიები | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ღირებულება | ტექნიკური პარამეტრები | აღწერილობა | გამოსვლის თარიღი | ||||
დიამეტრი | წონა | შემადგენლობა | წინპირი | ზურგი | |||
5 ცენტავო | 18.5 მმ | 3 გრ | მოსპილენძებული ფოლადი | ნიკარაგუის გერბი | "EN DIOS CONFIAMOS" | 2002 | |
10 ცენტავო | 20.5 მმ | 4 გრ | მოთითბრბული ფოლადი | ნიკარაგუის გერბი | "EN DIOS CONFIAMOS", | 2002 | |
25 ცენტავო | 23.2 მმ | 5 გრ | |||||
50 ცენტავო | მონიკელებული ფოლადი | ნიკარაგუის გერბი | "EN DIOS CONFIAMOS", | 1997 | |||
1 კორდობა | |||||||
5 კორდობა | |||||||
შენიშვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "EN DIOS CONFIAMOS"-ღმერთს ჩვენ ვენდობით
ქაღალდის ფული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი კორდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1912 წელს ნიკარაგუის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ქაღალდის კუპიურა 10, 25 და 50 ცენტავოიანებისთვის. 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 კორდობის ღირებულების კუპიურები ძალაში შევიდა ძველ 50 ცენტავოსა და 1 პესოს ოდენობის კუპიურასთან ერთად. 1945 წელს გამოვიდა 500 კუპირიანი კორდობა, მას მოჰყვა 1000 კორდობიანი 1953 წელს.
1962 წელს ნიკარაგუის ცენტრალურმა ბანკმა შეწყვიტა ქაღალდის ფულის გამოშვება. 1 კორდობის ღირებულების კუპიურა შეიცვალა ლითონის ფულით 1972 წელს. მას შემდეგ რაც 5 კორდობიანი ლითონი კუპიურა გამოვიდა 1981 წელს, ქაღალდის 2 და 5 კორდობიანი ვალუტის ბრუნვა შეწყდა. 1987 წელს გამოვიდა 5000-იანი ოდენოდის კორდობა, რომელსაც მოჰყვა 20,000, 50,000, 100,000 და 500,000-იანი ქაღალდის კუპიურები. ამ დროს იწყება ინფლაცია და კორდობის ღირებულება ეცემა.
მეორე კორდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე კორდობა გამოდიოდა მხოლოდ ქაღალდის კუპიურებით. 1988 წელს გამოვიდა 10, 20, 50, 100, 500 და 1000 კორდობის კუპიურები. 1989, წელს კი 10,000, 20,000, 50,000 და 100,000 კორდობიანები გამოვიდა, ხოლო შემდეგ წელს 200,000, 500,000, 1 მილიონი, 5 მილიონი და 10 მილინის ღირებულების კუპიურები გამოვიდა.
მესამე კორდობა (კორდობა ორო)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს გამოვიდა 1, 5, 10 და 25 ცენტავოიანები, ½, 1, 5, 10, 20, 50 და 100 კორდობიანები. 1994 წელს კი 1 კორდობაზე დაბალი ქაღალდის კუპიურები შეიცვალა ლითონის მონეტებით, იგივე ბედი ეწია 5 კორდობიან კუპიურას 1997 წელს. 2002 წელს გამოუშვეს 500 კუპიურიანი კორდობა.
სახელოვანი ნიკარაგუელები ქაღალდის კორდობაზე გამოსახული არისან წინპირზე, უკანა მხარეს კი-ქვეყნის ბუნების ღირსშესანიშნაობები.
2002 წლის სერიები | |||||
---|---|---|---|---|---|
სურათი | ღირებულება | ძირითადი ფერი | აღწერილობა | გამოშვების წელი | |
წინპირი | ზურგი | ||||
C$10 | მწვანე | მიგელ ლარეინაგა | გრანადის კუნძულები | 2002 | |
C$20 | ნარინჯისფერი | ხოსე სანტოს სელაია | ატლანტის სანაპირო | ||
C$50 | იისფერი | პედრო ხოაკინ ჩამორო | ელ კასტილოს ციხესიმაგრე | ||
C$100 | ლურჯი | რუბენ დარიო | რუბენ დარიოს ეროვნული თეატრი | ||
C$500 | წითელი | ხოსე დოლორეს ესტრადა | ჰაკიენდა სან ხუანიტო | ||