ნეკროლოგი
ნეკროლოგი (ბერძ. νεκρός — მკვდარი, λόγος — სიტყვა) — საგაზეთო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ჟანრი. როგორც წესი, ხორციელდება მცირე მემორიალური მასალის სახით, რომელიც უახლოეს წარსულში ვინმეს სიკვდილთან დაკავშირებით ქვეყნდება მედიაში. გავრცელებული პრაქტიკაა აგრეთვე ნეკროლოგების განთავსება იმ დაწესებულებებში, რომლებშიც მუშაობდა დაღუპული, ზოგიერთ ქვეყანაში კი — ქუჩებსა და საზოგადოებრივ ადგილებში.
ნეკროლოგის მთავარი მიზანია მკითხველს შეატყობინოს ადამიანის სიკვდილის შესახებ. ამასთანავე ნეკროლოგი ხშირად მოიცავს გარდაცვლილის ცხოვრების აღწერას, მის დამსახურებებს საზოგადოების წინაშე, სიკვდილის მიზეზებს. ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ნეკროლოგი არის მცირე ზომის ჩანაწერი გამოცემის ერთ-ერთ ბოლო გვერდზე და, ჩვეულებრივ, მოიცავს სამძიმარს გარდაცვლილის ნათესავებისა და ახლობლებისადმი. როგორც წესი, ნეკროლოგი არ გამოირჩევა დიდი მოცულობით და იუწყება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გარდაცვლილის ცხოვრებისა. ხშირად ნეკროლოგში დართულია ინფორმაცია გარდაცვლილის დამარხვის ადგილისა და თარიღის შესახებ. თვითონ ჩანაწერი ხშირად ისაზღვრება შავი ჩარჩოთი, რაც სიმბოლურად გლოვას გამოხატავს.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნეკროლოგის მაგალითები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-27. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ნეკროლოგის შედგენის წესები (მაგალითი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2013-03-18.