ნატრიუმის ბრომიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატრიუმის ბრომიდი
ნატრიუმის ბრომიდი: ქიმიური ფორმულა
ნატრიუმის ბრომიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებანატრიუმის ბრომიდი
ქიმიური ფორმულაNaBr
მოლური მასა102.894 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე3.21 (ანჰიდრიტი) გ/სმ³
2.18 (დიჰიდრატი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა747 (ანჰიდრიტი)
36 (დიჰიდრატი) [1] °C
დუღილის ტემპერატურა1,390 [1] °C

ნატრიუმის ბრომიდი — არაორგანული ქიმიური ნივთიერება ფორმულით NaBr. არის მაღალი დნობის ტემპერატურის მქონე თეთრი, კრისტალური მყარი ნივთიერება, რომელიც ჰგავს ნატრიუმის ქლორიდს. იგი წარმოადგენს ბრომიდის იონის წყაროს და აქვს მრავალი დანიშნულება.[2]

სინთეზი, სტრუქტურა და რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NaBr კრისტალიზდება იმავე კუბური ფორმით, როგორც NaCl, NaF და NaI. მარილის ანჰიდრიტი კრისტალიზდება 50,7 ° C- ზე ზემოთ.[2] დიჰიდრატის მარილი (NaBr · 2H2O) კი კრისტალიზდება წყლის ხსნარის გარეთ 50,7 ° C-ზე ქვემოთ.[3]

NaBr იწარმოება ნატრიუმის ჰიდროქსიდზე წყალბადის ბრომიდის მოქმედებით.

ნატრიუმის ბრომიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ელემენტ ბრომის მისაღებად, ამისათვის ნატრიუმის ბრომიდის ხნსარში ატარებენ აირად ქლორს:

2 NaBr + Cl2 → Br2 + 2 NaCl

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NaBr-ს აქვს ძალიან დაბალი ტოქსიკურობა, მისი LD50, ვირთხებისთვის შეფასებულია როგორც 3.5 გ / კგ.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Pradyot, Patnaik (2003). Handbook of Inorganic Chemicals. The McGraw-Hill Companies, Inc.. ISBN 978-0-07-049439-8. 
  2. 2.0 2.1 Michael J. Dagani, Henry J. Barda, Theodore J. Benya, David C. Sanders "Bromine Compounds" in Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry Wiley-VCH, Weinheim, 2000. doi:10.1002/14356007.a04_405
  3. Eagleson, Mary (translated by) (1994). Concise Encyclopedia Chemistry, Illustrated, revised, English language, Berlin [u.a.]: Walter De Gruyter, გვ. 996. ISBN 9783110114515. 
  4. Sodium bromide MSDS (PDF). Sciencelab.com, Inc. (2013-05-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-07. ციტირების თარიღი: 2014-06-11.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]