ნატალი დელონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალი დელონი
მშობლიური სახელი ფრანსინ კანოვასი
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1941
ვაჯდა, მაროკო
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 2021 (79 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი
მეუღლე(ები)

გაი ბართლემი (1959-1962),

ალენ დელონი (1964-1968)
შვილ(ებ)ი 2

ნატალი დელონი (ფრ.Nathalie Delon  ნამდვილი სახელი ფრანსინ კანოვასი (ფრ Francine Canovas), პირველი ქმრის  გვარი ბარტლემი (ფრ Barthelemy) ; დ. 1941 წლის 1 აგვისტო, ვაჯდა, მაროკო —21 იანვარი, 2021, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი და რეჟისორი. ალენ დელონის ერთადერთი ოფიციალური ცოლი, მსახიობ ენტონი დელონის დედა .[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსინ კანოვასი დაიბადა 1941 წლის 1 აგვისტოს ესპანური წარმოშობის ოჯახში  მაროკოს  ქალაქ ვაჯდაში. მაშინ მაროკო საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ იყო.  მამა მაროკოში სატრანსპორტო კომპანიის მენეჯერად მუშაობდა. მან 1942 წელს ოჯახი და რვა თვის გოგონა მიატოვა. დედა  წარმოშობით მელილიადან გახლდათ. [2]

ნატალიმ პირველად 1959 წელს  იქორწინა ჩრდილოეთ საფრანგეთიდან ჩასულ წვევანდელ გაი ბართლემზე. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ნატალი დაარქვეს. მალე წყვილი დაშორდა და ნატალი 1962 წელს პარიზში გაემგზავრა.  [3][4]

21 წლის ნატალიმ კარიერის მწვერვალზე მყოფი 29 წლის ალენ დელონი ღამის კლუბში გაიცნო, სადაც ის რომი შნაიდერთან ერთად იმყოფებოდა. მალე მათმა ურთიერთობამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ნატალიმ და ალენ დელონმა  1964 წლის 13 აგვისტოს იქორწინეს. ქოწრილი მხოლოდ ორი მოწმისა და ქალაქის მერის თანდასწრებით  გაიმართა და საიდუმლოდ რჩებოდა, ახალდაქორწინებულების მიერ ქვეყნის დატოვებამდე. წყვილი საქორწინო მოგზაურობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ცოტა ხანში ჰოლივუდს მიაშურეს, რადგან ალენ დელონს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული Metro-Goldwyn-Mayer- თან (MGM), მაგრამ  ამერიკულმა კომპანიამ  მალე გაწყვიტა კონტრაქტი. მომდევნო თვეში დაიბადა მათი ვაჟი ენტონი დელონი დაიბადა ლოს-ანჯელესის Cedars-Sinai სამედიცინო ცენტრში.

ნატალი დელონი კინოში მოხვდა ალენ დელონის წყალობით, რომელთანაც იგი ქორწინებაშიიმყოფებოდა 1964-1968 წლებში. წყვილს შეეძინა ვაჟი  ენტონი დელონი. მათმა პირველმა ფილმმა, „სამურაი“, რომლის რეჟისორი იყო ჟან პიერ მელვილი, დიდ წარმატებას მიაღწია.

1969 წლის 14 თებერვალს წყვილი დაშორდა მას შემდეგ რაც ალენ დელონი დაინტერესდა მირეი დარკით, რომელიც მასპარტნიორობას უწევდა რეჟისორ   ჯინ ჰერმანის 1969 წელს გადაღებულ ფილმში „ჯეფი“.

განქორწინების შემდეგ ნატალიმ განაგრძო მუშაობა სხვა ცნობილ რეჟისორებთან. მოგვიანებით მან რეჟისორობა და სცენარების წერა დაიწყო. მან 30-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა და ორი  ფილმი გადაიღო.[5][6]

გვიანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს  ნატალი დელონმა გამოაქვეყნა მემუარები Pleure pas, c'est pas grave (ნუ ტირი, არაუშავს). ლე ფიგაროს ეს აღწერილი აქვს, როგორც ნატალის ცხოვრების ბნელი პერიოდის ისტორია - მისი მტკივნეული ქორწინება ალენ დელონთან, მეუღლის ღალატი, ნარკოტიკების მოხმარება - თუმცა მემუარებში არის ეპიზოდები, რომლებიც  ღიმილს ჰგვრის მკითხველს.

ნატალი დელონი გარდაიცვალა 79 წლის ასაკში, 2021 წლის 21 იანვარს, პარიზში, სიმსივნით.[7][8]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1967— Le Samouraï / სამურაი
  • 1968 — La Lecon Particuliere / კერძო გაკვეთილი
  • 1969 — L’Armée des ombres / ჩრდილების არმია
  • 1969 — Le sorelle / დები
  •    1971 — Doucement les basses / ჩუმად, ბასებო!
  •  1971 — When Eight Bells Toll / როდესაც რეკავს რვა ზარი
  • 1972 — BlueBeard / ლურჯი წვერი
  • 1975 — The Romantic Englishwoman / რომანტიკული ინგლისელი ქალი
  •  2008 — Nuit de chien / ეს ღამე   

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Nathalie Delon est morte". Paris Match (in French). 21 January 2021. Archived from the original on 21 January 2021. Retrieved 21 January 2021.
  2. Guyard, Bertrand (21 January 2021). "Nathalie Delon, éternelle complice du Samouraï". Le Figaro (ფრანგულ ენაზე). Archived from the original on 21 January 2021. Retrieved 21 January 2021.
  3. "L'actrice française Nathalie Delon, ex-épouse d'Alain Delon, est morte". Radio-Canada (ფრანგულად). Agence France-Presse. Archived from the original on 22 January 2021. Retrieved 21 January 2021.
  4. Birth extract Archived 28 January 2021 at the Wayback Machine on Les gens du cinéma
  5. Rascaroli, Laura (2011). "Burning Passions, Flammable Decade: Cinema, Avant-Garde, Self, and Society in Fire in the Water (1977)". Framework: The Journal of Cinema and Media. 52 (2): 654-666. doi:10.1353/frm 2011.00946.. ISSN 1559-7989. S2CID 190491180[მკვდარი ბმული].
  6. Nathalie Delon. IMDb. მიმართვის თარიღი 17 ოქტომბერი 2020.
  7. Glamorous French star Nathalie Delon dies at 79". France 24. 21 January 2021. Archived from the original on 21 January 2021. Retrieved 21 January 2021.
  8. Nathalie Delon est morte (ფრანგულ ენაზე)