ნანული აბესაძე
ნანული აბესაძე (დ. 15 ივლისი, 1936) — ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნანული აბესაძე დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს (ინგლისური ენის ფაკულტეტი).
1964–1970 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „რეროს“ წევრი. 1970–1974 წლებში ანსამბლ „დიელოს“ წევრი. 1974–1986 წლებში საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერის ანსამბლ „თბილისის“ წევრი. ის მღეროდა დუეტში კოროშინაძესთან, ასევე ტრიოში კოროშინაძესა და ჭირაქაძესთან ერთად. რეპერტუარში აქვს: ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რუსული რომანსები. მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებში („ბარვეს“ ფესტივალი, გერმანია). საგასტროლოდ მოგზაურობდა სსრკ–ის ქალაქებში, ასევე საფრანგეთში.
1983 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.
„გაზაფხული“, „სიმღერა ბათუმზე“ და უამრავი სხვა სიმღერა სწორედ მის ხმასთან ასოცირდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 9