ნანული აბესაძე
| ნანული აბესაძე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1936 |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | მომღერალი |
| აქტიური | 1960-დღემდე |
| ჯილდოები |
საქართველოს დამსახურებული არტისტი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, თბილისის საპატიო მოქალაქე |

ნანული აბესაძე (დ. 15 ივლისი, 1936) — ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983). ღირსების ორდენის კავალერი (1998). ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016). თბილისის საპატიო მოქალაქე (2025).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნანული აბესაძე დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს (ინგლისური ენის ფაკულტეტი).
1964–1970 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „რეროს“ წევრი. 1970–1974 წლებში ანსამბლ „დიელოს“ წევრი. 1974–1986 წლებში საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერის ანსამბლ „თბილისის“ წევრი, ამავე წლებში იყო ანსამბლ „რუსთავის” წევრიც. ის მღეროდა დუეტში კოროშინაძესთან, ასევე ტრიოში კოროშინაძესა და ჭირაქაძესთან ერთად. რეპერტუარში აქვს: ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რუსული რომანსები. მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებში („ბარვეს“ ფესტივალი, გერმანია). საგასტროლოდ მოგზაურობდა სსრკ–ის ქალაქებში, ასევე საფრანგეთში, ნამღერი აქვს პარიზში, საკონცერტო დარბაზ ოლიმპიაში. სასცენო საქმიანობით ნამყოფია მსოფლიოს უამრავ ქვეყანასა და ქალაქში.
1983 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.[1]
1998 წელს თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მიენიჭა ღირსების ორდენი.
2016 წელს მიანიჭეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.
2025 წლის 20 სექტემბერს მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქეობა.
ნანული აბესაძეს გახმოვანებული აქვს ქართული მხატვრული ფილმები: „შეხვედრა წარსულთან“ (1966, რეჟ. სიკო დოლიძე), „კაცია-ადამიანი?!“ (1979, რეჟ. სიკო დოლიძე), ქეთი დოლიძე), „მოლოდინი“ (1969, რეჟ. შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე), „განგაში” (1968, რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი), „პალიასტომი” (1963, რეჟ. სიკო დოლიძე), „პრემიერა” (1991, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე) და სხვა ფილმები.
„გაზაფხული“, „სიმღერა ბათუმზე“, „მუხამბაზი“, „თბილისო“, „რა გამაჩუმებს“, „სიმღერა მცხეთაზე“, „ნეტავ იმას“, „შენ, მხოლოდ შენ“, „რად შემიყვარე“, „იის კონები“ და უამრავი სხვა სიმღერა სწორედ მის ხმასთან ასოცირდება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ნანული აბესაძე, გია ჭირაქაძე, სულიკო კოროშინაძე
-
ნანული აბესაძე ერთ-ერთი ალბომის გარეკანზე, 1960-იანი წლები.
-
ნანული აბესაძე ნანი ბრეგვაძესთან ერთად, ბორჯომში
-
ნანული აბესაძე
-
ნანული აბესაძე 1960-იანი წლები
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 9