სულიკო კოროშინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სულიკო კოროშინაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1932
დაბ. ადგილი ქართველი
გარდ. თარიღი 16 დეკემბერი, 2011 [1]
ჟანრ(ებ)ი საესტრადო მომღერალი, ფოლკლორისტი
საქმიანობა მუსიკოსი, პედაგოგი
აქტიური 1960, 1966, 1969, 1984 წლები

სულიკო კოროშინაძე — ქართველი საესტრადო მომღერალი, ფოლკლორისტი.

დაიბადა 1932 წელს ქ.თბილისში. იგი მდიდარი სასიმღერო ტრადიციების ოჯახში გაიზარდა. პაპა — ერმილე, ბიძები: ევგენი და მიხეილ კოროშინაძეები, საქართველოს ეთნოგრაფიული ანსამბლის გურული სიმღერების საუკეთესო შემსრულებლებად ითვლებოდნენ. დედა — ანა კოროშინაძე წლების მანძილზე საქართველოს მეჩონგურე ქალთა ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო და კრიმანჭულის უბადლო შემსრულებელი.

სულიკო კოროშინაძე სწავლობდა ვაჟთა 20-ე სკოლაში, სადაც მონაწილეობას იღებდა სკოლის საზეიმო საღამოებში და ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში, საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონცერტების, ფესტივალების, თუ ოლიმპიადების უცვლელი მონაწილეა. უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა იგი, როგორც საესტრადო მომღერალი და შემსრულებელი.

1955 წელს სულიკო კოროშინაძემ უნივერსიტეტი დაამთავრა. ამ დროს საქართველოს ფილარმონიასთან ჩამოყალიბდა საესტრადო ორკესტრი, გიორგი გაბისკირიას ხელმძღვანელობით. ჩატარებულ კონკურსში უამრავი მსურველი მონაწილეობდა. სულიკომ გაიმარჯვა და ორკესტრის სოლისტი გახდა. შემდგომში ორკესტრმა კვლავ განიცადა შემოქმედებითი გადახალისება. 1960 წლიდან ორკესტრს ეწოდა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რერო“, რომლის სოლისტი კოროშინაძე 25 წელი იყო. მისი ხელმძვანელი იყო ქართული ესტრადის ქომაგი და მოამაგე კონსტანტინე პევზნერი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]