მცირე ჰიმალაი
იერსახე
მცირე ჰიმალაი — მთის მასივების და ქედების სისტემა ჰიმალაის მასივში, დიდი ჰიმალაის და სივალიკის ქედს შორის. სიგრძე დაახლოებით 2000 კილომეტრი, სიგანე 10-20 კილომეტიდან 100 კილომეტრამდე. სიმაღლე უმეტესად 3-3,5 ათასი მეტრი. დანაწევრებულია ვიწრო და ღრმა ხეობებით. შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი. კალთები 3500 მეტრ სიმაღლემდე შემოსილია ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 255.
- მცირე ჰიმალაი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)