მიკროპროცესორი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მიკროპროცესორი}} |
მიკროპროცესორი (ბერძ. mikros და ნიშნავს „პატარას“) — მინიატურული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები. აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.
აგებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიკროპროცესორის მთავარი პარამეტრებია: შესასრულებელ ბრძანებათა ერთობლიობა, თანრიგიანობა და ტაქტური სიხშირე. მიკროპროცესორების მთავარი პარამეტრი ტაქტური სიხშირეა. იგი გვიჩვენებს წამში რამდენ ელემენტარულ ოპერაციას-ტაქტს ასრულებს მიკროპროცესორი. ტაქტური სიხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი უდრის 106 ჰერცს). თანრიგიანობა გვიჩვენებს, ერთ ტაქტში თუ რამდენ ორობითი თანრიგის დამუშავებას, ან გადაცემას ახორციელებს მიკროპროცესორი, ასევე რამდენი ორობითი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული მიკროპროცესორის ოპერატიული მეხსიერების დამისამართებისათვის. აღსანიშნია, რომ ტაქტური სიხშირეპროცესორი მწარმოებლურობის შეფარდებითი მახასიათებელია იმიტომ, რომ პროცესორის სქემური გადაწყვეტების გამო ზოგიერთი პროცესორი ერთ ტაქტში ასრულებს იმდენ ოპერაციას, რამდენის შესრულებასაც სხვა პროცესორი ანდომებს რამდენიმე ტაქტს. გარეგნულად მიკროპროცესორი ოთხკუთხედი პლასტმასის ფირფიტაა — 5x5x05 სანტიმეტრის ზომის, 940-მდე „ფეხით“. მიკროპროცესორებს გასაციებლად უყენებენ პატარა ვენტილატორებს, რათა მიკროპროცესორი არ გადახურდეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროცესორის ტიპი | ტრანზისტორების რაოდენობა | წელი | მწარმოებელი | |
---|---|---|---|---|
Intel 4004 | 2300 | 1971 | Intel | |
Intel 8008 | 3500 | 1972 | Intel | |
Intel 8080 | 4500 | 1974 | Intel | |
6502 | 5000 | 1975 | MOS Technology | |
Intel 8088 | 29.000 | 1979 | Intel | |
Motorola 68000 | 68.000 | 1979 | Motorola | |
Intel 80286 | 134.000 | 1982 | Intel | |
Intel 80386 | 275.000 | 1985 | Intel | |
Intel 80486 | 1.200.000 | 1989 | Intel | |
Pentium | 3.100.000 | 1993 | Intel | |
AMD K5 | 4.300.000 | 1996 | AMD | |
Pentium II | 7.500.000 | 1997 | Intel | |
AMD K6 | 8.800.000 | 1997 | AMD | |
Pentium III | 9.500.000 | 1999 | Intel | |
AMD K6-III | 21.300.000 | 1999 | AMD | |
AMD K7 | 22.000.000 | 1999 | AMD | |
Pentium 4 | 42.000.000 | 2000 | Intel | |
Itanium | 25.000.000 | 2001 | Intel | |
Barton | 54.300.000 | 2003 | AMD | |
Intel Pentium M | 77.000.000 | 2003 | Intel | |
AMD K8 | 105.900.000 | 2003 | AMD | |
Itanium 2 | 220.000.000 | 2003 | Intel | |
Itanium 2 (9 MB Cache) | 592.000.000 | 2004 | Intel | |
Cell | 241.000.000 | 2006 | Sony/IBM/Toshiba | |
Core 2 Duo | 291.000.000 | 2006 | Intel | |
Core 2 Quad | 582.000.000 | 2006 | Intel | |
G80 (GPU) | 681.000.000 | 2006 | NVIDIA | |
Core i7 | 731.000.000 | 2008 | Intel | |
AMD K10 | 758.000.000 | 2009 | AMD | |
RV870, Cypress (GPU) | 2.154.000.000 | 2009 | ATI | |
Power6 | 789.000.000 | 2007 | IBM | |
Dual-Core Itanium 2 | 1.700.000.000 | 2006 | Intel |