მერკაპტანები
იერსახე
მერკაპტანები, თიოსპირიტები, თიოლები — სპირტების გოგირდოვანი ანალოგები, ზოგადი ფორმულაა RSH. მერკაპტანები სითხეებია, მათთვის დამახასიათებელია უსიამოვნო სპეციფიური სუნი. მერკაპტანებს ძირითადად შეიცავს ცილების ლპობის პროდუქტები. მერკაპტანებს და მის ნაწარმებს იყენებენ ნატურალური და სინთეზური კაუჩუკის ვულკანიზაციისა და პლასტიკაციის დამჩქარებლად, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის სინთეზში, აგრეთვე ინსექტიციდებად. მერკაპტანების ნარევს იყენებენ ოდორიზაციისთვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 589.