მენტორი (მრავალმნიშვნელოვანი)
იერსახე
მენტორი (მომდინარეობს ბერძნულიდან „Mentor“) — ხელმძღვანელი, აღმზრდელი, დამრიგებელი.
ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მენტორი ერქვა ოდისევსის შვილის, ტელემაქეს აღმზრდელს. დღეს მენტორი არის სპეციალურად მომზადებული მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს:
- მასწავლებლის მომზადებაში ჩართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასკოლო პრაქტიკის კურსების წარმართვაში;
- გამოსაცდელ პერიოდში მომუშავე ინსტრუქტორებს პრაქტიკული პედაგოგიური ჩვევების ჩამოყალიბებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში წარსადგენი რეკომენდაციების მოპოვებაში;
- სხვა მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
- მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]