შინაარსზე გადასვლა

მეკვლეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეკვლეობა — ახალ წელს ნაყოფიერება-ბარაქიანობის მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის უზრუნველყოფის მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის დალოცვისა და გარკვეული რიტუალების შესრულების ჩვეულება. თავდაპირველად, როდესაც კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალ სამეურნეო წლის ანუ, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის — ახალი წლის პირველი მომლოცველის — ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი, რიტუალური კვალის გავლება.

ამ ჩვეულების გადმონაშთში ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლეობის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი, ცხვარი ან ცხენი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]