მახვილის ციხე
იერსახე
მახვილის ციხე, ხორჯის ციხე — თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის ზემო დინებაზე.
(ქც 4: 550,21, სქ. 2). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში:
„...ამ ხევს ზეით, განიყოფის ალაზანი ორად, და ამ ორთა წყალთა შუა არს ციხე ხორჯისა ანუ მახვილი, მაგარი და შეუვალი, არამედ აწ უქმი.“
| |
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1885 წ. გვ. 167)
|
მდებარეობს პანკისის ხეობის უკიდურეს აღმოსავლეთში, ამჟამად შემორჩენილია გრანდიოზული ციხე-სიმაგრის უმნიშვნელო ნაშთი. ხორჯის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ., „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.