მარტინოვკის კარპენკოს სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მარტინოვკის კარპენკოს სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
48°39′19″ ჩ. გ. 40°36′37″ ა. გ. / 48.65528° ჩ. გ. 40.61028° ა. გ. | |
დაარსდა | 1967 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | სოფელი მარტინოვკა , როსტოვის ოლქი |
დირექტორი | ეკატერინა კარმაზინა |
გარე სურათები | |
---|---|
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კარპენკოს სახელობის დარბაზი |
მარტინოვკის კარპენკოს სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Мартыновский краеведческий музей имени Карпенко) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მარტინოვკის რაიონის სოფელ მარტინოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1967 წელს.
მუზეუმის მისამართი: 346660, როსტოვის ოლქი, მარტინოვკის რაიონი, სოფელი მარტინოვკა, ლენინის ქუჩა № 46.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარტინოვკის რაიონის ვ. კარპენკოს სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეიქმნა სოფელ მარტინოვკის დიდი სამამულო ომის ვეტერანების ინიციატივით. გახსნის ოფიციალურ თარიღად ითვლება 1967 წლის 7 ნოემბერი. მუზეუმი დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა რაიონული კულტურის სახლში.
1992 წელს უცნობმა პირებმა გაძარცვეს მუზეუმი, რის შედეგადაც დაიკარგა უნიკალური ექსპონატები. 1999 წელს მუზეუმს გადაეცა ცენტრალური რაიონული ბიბლიოთეკის შენობა. ამ პერიოდისათვის მუზეუმის ძირითადი ფონდი მოითვლიდა 1 924 ერთეულ ექსპონატს. ისინი იყოფოდნენ შემდეგ სახეობად: ხელნაწერები (16 ერთეული), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (20 ერთეული), ნუმიზმატიკის მასალები (50 ერთეული), არქეოლოგიის ნიმუშები (3 ერთეული), ეთნოგრაფიისა და ყოფაცხოვრების საგნები (120 ერთეული), ფოტოგრაფია (1 300 ერთეული), დოკუმენტები (414 ერთეული).
2004 წელს მუზეუმი გადავიდა ძველ მისამართზე. 2005 წელს მწერალ ვლადიმირ კარპენკოს გარდაცვალებს შემდეგ, რომელიც დაბადებული იყო სოფელ მარტინოვკაში, მარტინოვკის რაიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის თხოვნით, რაიონის დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილებით მუზეუმს მიანიჭეს მისი სახელი. 2008 წლის ნოემბერში მარტინოვკის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გადაკეთდა საბიუჯეტო მუნიციპალურ განყოფილებად “მარტინოვკის კარპენკოს სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“.
ამჟამად მუზეუმის ძირითად ფონდში 3 333 ერთეულია დაცული. სამეცნიერო ფონდი მოიცავს 1 439 ერთეულ ექსპონატს. კოლექსციის უდიდესი ნაწილი შეგროვილია ადგილობრივი მოსახლეობის წყალობით.