შინაარსზე გადასვლა

მარათები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალ განგადჰარ ტილაკი. მარათი.

მარათები (მარათები मराठी माणसं ან महाराष्ट्रीय) — ხალხი ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის ძირითადი მოსახლეობა, მცირე ჯგუფები ცხოვრობენ მეზობელ შტატებში. ამის გარდა, არსებობს დიასპორები ისრაელში და მავრიკიაში. რაოდენობა 2007 წლისათვის 80 მლნ. ადამიანი. ლაპარაკობენ მარათის ენაზე. უმრავლესობა აღიარებს ინდუიზმს, დანარჩენები ჯაინიზმს, ისლამს, ქრისტიანობას. ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედება. მრავალდარგოვანი კუსტარული მრეწველობა და უძველესი საზღვაო ვაჭრობის ტრადიციები დაეხმარა მათ კაპიტალიზმის სწრაფად განვითარებაში, მუშათა კლასის და ეროვნული ბურჟუაზიის წარმოქმნაში უფრო ადრე, ვიდრე ინდოეთის მრავალ სხვა ხალხში მოხდებოდა ეს. მე-XV საუკუნეში მარათებთან იმყოფებოდა რუსი ვაჭარი ათანასე ნიკიტინი, რომელმაც აღწერა ინდოელი ხალხის და პირველ რიგში, სწორედ მარათების ყოფა-ცხოვრება და, ტრადიციები. თითქმის ასი წლის მანძილზე მარათები ეწეოდნენ უთანასწორო ბრძოლას დიდ მოგოლთა იმპერიასთან (მაგალითად, XVII საუკუნეში ბრძოლა შივაჯის მეთაურობით), პორტუგალიელებთან, ხოლო შემდეგ ინგლისელ კოლონიზატორებთან. ანგლო-მარათების ომების შედეგად მარათების სახელმწიფო დაპყრობილ იქნა ინგლისელთა მიერ. ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების (1947) შემდეგ 1960 წელს შეიქმმნა მაჰარაშტრას ეროვნული შტატი.

  • Народы Южной Азии, М., 1963;
  • Enthoven R., The tribes and castes of Bombay, v. 1—3, Bombay, 1920—22:
  • Sardesai G. S., New history of the Marathas, v. 1—3, Bombay, 1946—48;
  • Кincaid С. A., Parasnis Rao Bahadur D. B., A history of the Maratha people, Delhi, [a. o.], 1968.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]