მალხაზ აბდუშელიშვილი
მალხაზ გრიგოლის ძე აბდუშელიშვილი (დ. 28 ნოემბერი, 1926, თბილისი — გ. 23 თებერვალი 1998, იქვე) — ქართველი ანთროპოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1948 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში ალექსანდრე ნათიშვილის ხელმძღვანელობათ; 1959 წლიდან ამავე განყოფილების გამგეა; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკასიის ძველი და თანადროვე მოსახლეობის (1950), აგრეთვე ინდოეთის სუბკონტინენტის ენდოგამიური პოპულაციების ანთროპოლოგიური კვლევა(1971); მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველი ხალხის ანთროპოლოგიური შესწავლა; კავკსიის და ინდოეთის მოსახლეობის ანთროპოლოგიური კლასიფიკაცია; ძირითადი ანთროპოლოგიური ტიპების ადგილის განსზღვრა ზოგად რასობრივ სისტემატიკაში და სხვა. ხელმძღვანელობდა სსრკ–ინდოეთის ერთობლივ ანთროპოლოგიურ ექსპედიციებს (1971, 1974–1975, 1978-1979, 1983). მალხაზ აბდუშელიშვილი ქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელია. 1973 წლიდან იყო ევროპის ანთროპოლოგიის ასოციაციის წევრი. სრულიად ინდოეთის ადამიანის გენეტიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი (1979), იუნესკოს ექსპერტი (1964).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Антропологическая методика (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 146გვ.
- საქართველოს პალეოსტომატოლოგია. (თანაავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო , 1989. - 167გვ.
- საქართველოს ანთროპოლოგია რკინის წარმოების ფართო ათვისების ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1988. - 86გვ.
- კავკასიის ანთროპოლოგია ბრინჯაოს ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1982. - 133გვ.
- კავკასიის ანთროპოლოგია ფეოდალურ ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 175გვ.
- კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგია ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - -111გვ.
- კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგია გვიანანტიკურ ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 310გვ.
- კრანიოლოგია (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1976. - 270გვ.
- Антропология древнего и современного населения Грузии (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1964. - 208გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 27.