ლურჯი ნარი
იერსახე
ლურჯი ნარი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Eryngium planum | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Eryngium L., 1753 | ||||||||||||||
|
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა (ლათ. Eryngium) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახია. 230-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში (უპირატესად მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში). საქართველოში 5 სახეობაა. ზოგიერთი სახეობა სარეველაა. Eryngium planum შეიცავს საპონინებს და ეთეროვან ზეთებს, იხმარება ამოსახველებელ საშუალებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 314.