შინაარსზე გადასვლა

ლუკაიანის ხალხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰამის კუნძულების რუკა
ქრისტეფორე კოლუმბი კუნძულ გუანაჰანიზე 1492 წელს, შეხვედრა ლუკაიანებთან. თეოდორ დე ბრის ნახატი

ლუკაიანის ხალხიბაჰამის კუნძულების თავდაპირველი მაცხოვრებლები ევროპელთა გამოჩენამდე. ისინი ტაინოს ხალხის შტო იყვნენ, ეს ხალხი კი ერთ დროს კარიბის ზღვის უმრავლეს კუნძულზე სახლობდა. ლუკაიანები ამერიკის ის მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც პირველები შეხვდნენ ქრისტეფორე კოლუმბს. კოლუმბის მოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ესპანელებმა ლუკაიანების შევიწროვება და დამონება დაიწყეს, უკვე 1520 წლისთვის კი ბაჰამის კუნძულებიდან თითქმის ყველა ლუკაიანი გადაასახლეს.

სახელი „ლუკაიანი“ ესპანური სიტყვა ლუკაიოს (Lucayos) ანგლიკანიზაციის შედეგადაა მიღებული, რაც თავის მხრივ წარმოსდგენა ტაინოს სიტყვიდან ლუკუ-კაირი რასაც ეს ხალხი საკუთარ თავს უწოდებდა) და „კუნძულების ხალხს“ ნიშნავს.

კუნძულ ანდროსზე აღმოჩენილ იქნა სიბონეის ხალხის ტიპის რამდენიმე თავის ქალა და არტეფაქტები, თუმცა, მიაღწია თუ არა ბაჰამის კუნძულებს ზოგიერთმა სიბონეიმ ლუკაიანებზე ადრე, უცნობია, რადგან მათ კუნძულების დაკავების სხვა არანაირი კვალი არ დაუტოვიათ. მთელი ბაჰამის მასშტაბით აღმოჩენილია ზოგიერთი შესაძლო სიბონეის არქეოლოგიური ძეგლები, მაგრამ რადიოკარბონული დათარიღების მეთოდით მხოლოდ ერთი მათგანი მიეკუთვნა XII საუკუნის ბოლო წლებს, რაც თანადროულია ლუკაიანების მიერ კუნძულების დაკავების პერიოდისა.[1]

ლუკაიანებზე პირველი დაკვირვების ერთადერთი წყაროა ქრისტეფორე კოლუმბის დღიური. ლუკაიანების ზნე-ჩვეულებანის შესახებ სხვა ინფორმაცია მომდინარეობს არქეოლოგიური გათხრებიდან მიღებული ცნობების შედარებით კუბასა და ისპანიოლაზე არსებულ ტაიონოს კულტურის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან. კუბელ და ისპანიოლელ ტაინოებისგან ლუკაიანები განსხვავდებოდნენ სახლების ზომით, სოფლების ორგანიზაციითა და მდებარეობით, მთ მიერ გამოყენებული რესურსებითა და მეთუნეობაში გამოყენებული მასალით.[2]

  • Albury, Paul. (1975) The Story of the Bahamas. MacMillan Caribbean. ISBN 0-333-17131-4
  • Craton, Michael. (1986) A History of the Bahamas. San Salvador Press. ISBN 0-9692568-0-9
  • Granberry, Julian & Gary S. Vescelius. (2004) Languages of the Pre-Columbian Antilles. The University of Alabama Press. ISBN 0-8173-5123-X
  • Keegan, William F. (1992) The People Who Discovered Columbus: The Prehistory of the Bahamas. University Press of Florida. ISBN 0-8130-1137-X
  • Sauer, Carl Ortwin. (1966; Fourth printing, 1992) The Early Spanish Main. University of California Press. ISBN 0-520-01415-4
  • Schaffer, W. C., Carr, R. S., Day, J. S., Pateman, M. P. (2012). "Lucayan-Taino burials from Preacher's Cave, Eleuthera, Bahamas". International Journal of Osteoarchaeology22:45-69. DOI: 10.1002/oa.1180
  1. Craton:17
    Granberry and Vescelius:46
    Keegan:3
  2. Craton:19–20
    Keegan:183