შინაარსზე გადასვლა

ლოჟა (თეატრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარიზის ოპერა გარნიეს ბალკონი და ლოჟები

ლოჟა — რამდენიმე მაყურებლისთვის განკუთვნილი დასაჯდომი ადგილი მაყურებელთა დარბაზში, რომლისგანაც ტიხრით ან ბარიერით არის გამოყოფილი;

ისტორიულად ლოჟა ცალკე ოთახს წარმოადგენდა დამოუკიდებელი კარით, სადაც ტოვებდნენ ტანსაცმელს და შეეძლოთ ანტრაქტის გატარება. წინათ ამგვარ ადგილს ანლოჟას უწოდებდნენ. ლოჟები განლაგებული იყო როგორც პარტერის დონეზე (უკან და გვერდებზე, ე. წ. ბენუარის ლოჟები), ასევე შედარებით მაღალ იარუსებზე (პირველს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბელეტაჟი ეწოდებოდა). არაერთ თეატრში არსებობდა პრივილეგირებული ლოჟები — სამეფო (საპრეზიდენტო, საგუბერნატორო, სადირექტორო (რომელიც, ჩვეულებრივ, თეატრის დირექციის განკარგულებაში იმყოფებოდა). სხვაგვარ ლოჟებს კი ხშირად მდიდარი ან ცნობილი დამფასებლები ქირაობდნენ მთელი სეზონით. ლოჟების საერთო რაოდენობა საკმაოდ დიდიც შეიძლებოდა, ყოფილიყო: მილანის ლასკალაში, მაგალითად, 194 ლოჟაა.

ლოჟების უპირატესობა არა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ცალკე კარი ჰქონდა, არამედ იმაშიც, რომ თეატრალური ან მუსიკალური წარმოდგენის ყურება თავისუფლად შეიძლებოდა შეუმჩნევლად.

  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ. 458, 2007 წ.