ლეტსიე III
ლეტსი III | |
ლესოთოს მეფე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 7 თებერვალი, 1996 |
წინამორბედი | მოშეშ II |
ლესოთოს მეფე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 იანვარი, 1990 – 25 იანვარი, 1995 | |
წინამორბედი | მოშეშ II |
მემკვიდრე | მოშეშ II |
დაბადებული | 17 ივლისი, 1963 |
ლეტსიე III (დ. 17 ივლისი, 1963) — ლესოთოს მეფე 1990-1995 წწ. და 1996 წლის 7 თებერვლიდან. მისი მამა იყო მოშეშ II (1938-1996). 1987 წელს სამხედრო ხელისუფლებასა და მეფეს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ლესოთოს მეფე მოშეშ II იძულებილი გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, ხოლო ახალ მეფედ აღიარეს მისი შვილი ლეტსიე III.
შემდეგი სამხედრო გადატრიალება მოხდა 1991 წელს, როდესაც სამხედრო ხუნტის მეთაური ჯასთინ მეცინგ-ლეკხანია გადააყენეს და ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი ელიას ფისვანა-რამაემი, ის იყო ხელისუფლების სათავეში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე ანუ 1993 წლამდე, არჩევნებში გაიმარჯვა ბასოტოს კონგრესის პარტიამ. ყოფილმა მეფე მოშეშ II-მ გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნება შეძლო ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსით. მეფე ლეტსიე მესამე ცდილობდა, რომ მამამისისთვის დაეუბრუნებინათ სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი მაგრამ მისი ეს თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული ხელისუფალთა მხრიდან.
1994 წლის ავგისტოში ლეტსიემ სამხედროების დახმარებით მოახერხა და ძალაუფლება წაართვა გადატრიალების გზით ბესოტოს კონგრესის პარტიას. მაგრამ ახალმა მთავრობამ არ მიიღო სრული საერთაშორისო აღიარება, სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოების წევრმა სახელმწიფოებმა (SADC) გამართეს მოლაპარაკებები და მოახერხეს ბესოტოს კონგრესის პარტიის კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება, ხოლო მეფე მამა ანუ მოშეში ამ მოლაპარაკებების თანახმად კვლავ უნდა ასულიყო სამეფო ტახტზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ბესოტოს კონგრესის პარტიამ 1996 წელს დაიბრუნა ძალაუფლება, მეფე კი 1995 წლიდან იყო მოშეშ II, მანამ სანამ დაიღუპებოდა ავტოკატასტროფაში 1996 წელს, რის შემდეგაც სამეფო ტახტს კვლავ დაუბრუნდა მისი შვილი ლეტსიე მესამე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეტსიე III-ის ბიოგრაფია დაარქივებული 2013-04-12 საიტზე Wayback Machine.