ლასკარისები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლასკარისები (ბერძნ. Λάσκαρις) — წარჩინებული ბერძნული ოჯახი, რომელიც მართავდა ნიკეის იმპერიას 1204-1261 წლებში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიის ისტორიის ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, „ყველაზე მეტად სავარაუდოა”, რომ სახელი მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან ლაშგარი (სპარს. لشگری, ასევე არაბული ასკარი, არაბ. عسکری‎), რაც „მეომარს”, „ჯარისკაცს” ნიშნავს.[1][2] დ. პოლემისი ვარაუდობს, რომ სახელის წარმოსდგება δάσκαρης-დან, „მასწავლებლის” კაბადოკიური ვარიანტიდან.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, მრავალმა წარჩინებულმა ბიზანტიელმა თავი ნიკეას შეაფარა. ლასკარისებმა შეძლეს სათავეში ჩასდგომოდნენ ამ ახალ სახელმწიფოს, რომელსაც ნიკეის იმპერია ეწოდა. დინასტიის დამაარსებლად ითვლება , რომელიც საკმაოდ წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. ნიკეის იმპერია, ლასკარისების დინასტიის მეთაურობით, არსებითად, ბიზანტიის სახელმწიფოებრიობის გამგრძელებელი იყო. საბოლოოდ, მიხეილ პალეოლოგოსმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და დაამხო იოანე IV, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის დაბრუნებაც შეძლო. ლასკარისების მმართველობა ბიზანტიაში დასრულდა.

ლასკარისი იმპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kazhdan, Alexander, ed. (1991). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  • Theodoridis, Dimitri (2004). „Die Herkunft des byzantinischen Familiennamens Λάσκαρις“. Revue des études byzantines. 62: 269–273. doi:10.3406/rebyz.2004.2298.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kazhdan (1991), p. 1180
  2. Marcus Louis Rautman, Daily Life in the Byzantine Empire, (Greenwood Publishing, 2006), 19.
  3. Polemis (1968), p. 139