ლანდსმოლი
იერსახე
ლანდსმოლი (ნორვ. Landsmål — „საქვეყნო ენა“) — სახელწოდება, რომელიც ივარ ოსენმა ახალშექმნილ ნორვეგიულ ორთოგრაფიას მისცა 19-ე საუკუნეში. 1885 წელს ლანდსმოლი ნადიურის პარალელურად იქნა შემოღებული. 1929 წელს ლანდსმოლს ნიუნორსკი დაერქვა. ლანდსმოლს ხშირად შეცდომით სოფლის ენად, ან კუთხურ დიალექტად თარგმნიან, რადგან სიტყვა „ლანდ“ ნორვეგიულად „სოფელს“, „მიწას“ ესიტყვება.
ლანდსმოლის შემოღებამდე ნორვეგიული ენის სადამწერლობო სტანდარტი არ არსებობდა, ამდენად ნორვეგიელების საქმისწარმოების ენად დანიური რჩებოდა, რომელიც ნორვეგიულად აღიქმებოდა. დღესდღეობით ნორვეგიაში ყველაზე გავრცელებული სადამწერლობო სტანდარტია ბუკმოლი, რომელიც დანიური ენის ნორვეგიზებული ვარიანტია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nynorsk.no, ნიუნორკის აქტუალობა
- ივარ ოსენის ცენტრი და ინფორმაცია ნორვეგიული ენის შესახებ.
- Site web du Språkrådet, ნორვეგიული ენის საბჭო
- [https://web.archive.org/web/20070106234518/http://www2.hivolda.no/jpv/malogmiddel.htm დაარქივებული 2007-01-06 საიტზე Wayback Machine. სტატიები ენის შესახებ, მედია და ნიუნორსკი]