კუიბიშევის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუიბიშევის წყალსაცავი
რუს. Куйбышевское водохранилище
კოორდინატები: 53°27′ ჩ. გ. 49°10′ ა. გ. / 53.450° ჩ. გ. 49.167° ა. გ. / 53.450; 49.167
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ზღვის დონიდან 53
სიგრძე 500 კმ
სიგანე 40 კმ
ფართობი 6450 კმ²
მოცულობა 58 კმ³
სანაპირო ხაზის სიგრძე 2604 კმ
უდიდესი სიღრმე 41
საშუალო სიღრმე 8
მდინარე ვოლგა
შევსების წელი 1955-1957
კუიბიშევის წყალსაცავი — რუსეთი
კუიბიშევის წყალსაცავი

კუიბიშევის წყალსაცავი (რუს. Куйбышевское водохранилище; თათრ. Куйбышев сусаклагычы) — წყალსაცავი რუსეთში, მდინარე ვოლგაზე. მოქცეულია ჩუვაშეთის, მარი-ელის, თათრეთის, ულიანოვსკისა და სამარის ტერიტორიებზე. შექმნილია 1955-1957 წწ. წყალსაცავის სიგრძე 500 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 40 კმ. წყლის სარკის ფართობი 6450 კმ². წყლის მოცულობა 58 კმ³, რომელთაგან 34 კმ³ სასარგებლოა. საშუალო სიღრმე 8 მ, მაქსიმალური სიღრმე 41 მ.

კუიბიშევის წყალსაცავი ახდენს ჩამონადენის სეზონურ რეგულირებას, წყალსაცავის დონე ცვალებადობს 6 მ ფარგლებში. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. იყინება ნოემბერ-დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია, ზოგჯერ მაისის დასაწყიში. კუიბიშევის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკული, წყლის ტრანსპორტის, ირიგაციისა და წყალმომარაგების მიზნით. გარდა ამისა წყალსაცავი გამოიყენება სათევზაოდ. ხშირია ნაპირების წარეცხვა და აბრაზია, გააქტიურდა მეწყერი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]