კუზმა ჩორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუზმა ჩორნი
ბელარ. Кузьма Чорны

კუზმა ჩორნი, 1925 წელი
სრული სახელი ბელარ. Мікалай Карлавіч Раманоўскі
დაბადების თარიღი 24 ივნისი, 1900
დაბადების ადგილი ბორკი, მინსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია, (ახლა კოპილის რაიონი, მინსკის ოლქი, ბელარუსი)
გარდაცვალების თარიღი 22 ნოემბერი, 1944 (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი მინსკი, ბელარუსის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია Military cemetery in Minsk
ფსევდონიმი კუზმა ჩორნი, მაქსიმ ორეშნიკი
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი,
ენა ბელარუსული, რუსული
ეროვნება ბელარუსი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი Nyasvizh professor seminary და Pedagogical Faculty of the Belarusian State University
ჟანრი პროზა, რომანი, მოთხრობა, პუბლიცისტიკა
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი[1]

ნიკოლოზ კარლოს ძე რომანოვსკი (ფსევდონიმი კუზმა ჩორნი, ბელარ. Мікалай Карлавіч Раманоўскі, Кузьма Чорны, დ. 11 (24) ივნისი 1900, ბორკი, მინსკის გუბერნია (ახლა — მინსკის ოლქის კოპილის რაიონი) — გ. 22 ნოემბერი, 1944, მინსკი) — ბელარუსელი და საბჭოთა მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი. სსრკ-ს მწერალთა კავშირის წევრი (1934).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუზმა ჩორნი, 1900 წლის 24 ივნისს, გლეხის ოჯახში დაიბადა, დაამთავრა ტიმკოვიჩის სახალხო სასწავლებელი, 1916—1919 წლებში ნესვიჟის პედაგოგიურ სემინარიაში სწავლობდა. 1923 წელს, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურის განყოფილებაში ჩააბარა და იმავე წელს გაზეთში „Савецкая Беларусь“ (საბჭოთა ბელარუსი), კუზმა ჩორნის ფსევდონიმით მისი პირველი ნაწარმოებები გამოქვეყნდა. 1923 წლიდან — ლიტერატურული გაერთიანების „Маладняк“-ის წევრი, 1926 წელს გადავიდა ლიტერატურულ გაერთიანებაში „Узвышша“. 1925 წელს, მწერლის ნაწარმოებების პირველი ორი ნაკრები გამოიცა. 1920-იანი წლებისთვის, ლიტერატურის კრიტიკოსები მას მომავალ „ბელარუსელ დოსტოევსკობას“ უწინასწარმეტყველებდნენ. 1938 წლის 14 ოქტომბერს ის დააკავეს და მინსკის ციხეში ჩასვეს, სადაც 8 თვე დაჰყო, მათ შორის 6 თვე —იზოლატორში. ციხეში ის აწამეს, რომლის შესახებ მან 1944 წლის 3 ოქტომბრის დღიურის ჩანაწერებში ისაუბრა („ეჟოვის ციხეში სარზე მაჯენდნე, თავში დიდ რკინის გასაღებს მირტყამდნენ და დაბეგვილ ადგილზე ცივ წყალს მასხამდნენ, წამომაყენებდნენ და რელსზე მიმაგდებდნენ, მუცელზე ჯოხს მირტყამდნენ, ყურებში ქაღალდის დახვეულ მილებს მიდებდნენ და მთელი ხმით ჩამყვიროდნენ, ვირთხებით სავსე საკანში გამომკეტავდნენ…“). 1939 წელს, კუზმა ჩორნი ციხიდან გაანთავისუფლეს.

1941 წლიდან ევაკუაციაში იყო, მრავალ სააგიტაციო გაზეთში მუშაობდა. 1944 წელს მინსკში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 22 ნოემბერს, განმეორებითი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა[2]. კუზმა ჩორნი დაკრძალულია მინსკის სამხედრო სასაფლაოზე.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუზმა ჩორნი ბელარუსულენოვანი რომანის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. 1927 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი „Сястра“ (და), 1928 წელს — „Зямля“ (დედამიწა), 1931 წელს — „Бацькаўшчына“ (მამული), 1935 წელს — „Трэцяе пакаленне“ (მესამე თაობა). 1941—1944 წლებში, დაწერა რომანი „Вялікі дзень“ (დიდი დღე), 1943 წელს — „Пошукі будучыні“ (მომავლის ძიება), 1944 წელს — უკანასკნელი რომანი „Млечны Шлях“ (ირმის ნახტომი). მისი კიდევ სამი რომანის ხელნაწერი დიდი სამამულო ომის დროს დაიწვა და რამდენიმეც დაუსრულებელი დარჩა. გარდა ამისა, ის ბევრ მოთხრობას წერდა.

მწერალი ცნობილია თავისი პიესებითა და ალექსანდრე პუშკინის, ვლადიმერ კოროლენკოს, ნიკოლოზ გოგოლის, მაქსიმ გორკის და კარელ ვანეკის ნაწარმოებების ბელარუსულ ენაზე თარგმნით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბელარუსული ვიკიპედია — 2007.
  2. Кузьма Чорны // Беларускія пісьменнікі (1917—1990) : Даведнік / Склад. А. К. Гардзіцкі; нав. рэд. А. Л. Верабей. — Мінск : Мастацкая літаратура, 1994. — С. 585—586.