კრისტინ ჩენოვეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინ ჩენოვეთი
ინგლ. Kristin Dawn Chenoweth

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კრისტინ დოუნ ჩენოვეთი
დაბ. თარიღი 24 ივლისი, 1968 (1968-07-24) (55 წლის)
დაბ. ადგილი Broken Arrow, ოკლაჰომა
წარმოშობა ბროუქენ ეროუ, ოკლაჰომა, აშშ
ჟანრ(ებ)ი მიუზიკლი, პოპი, ჯაზი, ქანთრი-პოპი
საქმიანობა მუსიკოსი, მსახიობი
აქტიური 1991 - დღემდე
საიტი officialkristinchenoweth.com
კრისტინ ჩენოვეთი ვიკისაწყობში

კრისტინ დოუნ ჩენოვეთი (ინგლ. Kristin Dawn Chenoweth; დ. 24 ივლისი, 1968, ბროუქენ ეროუ, ოკლაჰომა, აშშ) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და მსახიობი. 1999 წელს მან ითამაშა მიუზიკლში You're a Good Man, Charlie Brown, რისთვისაც მოიგო ტონის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 2003 წელს ჩენოვეთმა მოიპოვა ტონის მეორე ნომინაცია მიუზიკლისთვის, Wicked. მან მოიგო ემის ჯილდო კომედიურ სერიალში საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობის კატეგორიაში 2009 წელს. 2012 წელს მან ითამაშა ABC-ის სერიალში GCB. 2018 წელს მან ითამაშა სერიალში Lavinia Trial & Error. ჩენოვეთი ბავშვობაში მღეროდა გოსპელსა და ოპერას.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩენოვეთი 5 წლის ასაკში იშვილეს ჯუნი და ჯერი მორის ჩენოვეთებმა. მუსიკოსის მშობლები ქიმიური ინჟინრები იყვნენ.[1][2][3] ის ბროუქენ ეროუში ცხოვრობდა. ბავშვობაში ჩენოვეთი ეკლესიაში მღეროდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, მუსიკოსმა სწავლა დაიწყო ოკლაჰომა-სიტის უნივერსიტეტში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი მუსიკალური თეატრის განხრით 1990 წელს,[4][5] ხოლო მაგისტრის ხარისხი ოპერის განხრით 1992 წელს.[6][7] ამ დროს ჩენოვეთმა მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში და მოიგო მის-ოკლაჰომა-სიტის ტიტული და გავიდა მეორე ადგილზე მის-ოკლაჰომას სილამაზის კონკურსზე 1991 წელს.[8]

კოლეჯში სწავლის დროს ჩენოვეთი თამაშობდა სხვადასხვა სპექტაკლში ოკლაჰომა-სიტის თეატრში. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ჩენოვეთმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ვოკალურ კონკურსში და დასახელდა „ყველაზე პერსპექტიულ მომავალ მომღერლად" მეტროპოლიტენის ოპერის ეროვნული საბჭოს მიერ და მიიღო ფილადელფიის ვოკალური ხელოვნების აკადემიის სრული სტიპენდია.[9] მოგვიანებით მან უარი თქვა სტიპენდიაზე და გადავიდა ნიუ-იორკში თეატრალური კარიერის გასაგრძელებლად.[10][11]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს მისი დებიუტი შედგა ბროდვეიზე, მიუზიკლში Steel Pier. მან ითამაშა სხვა სპექტაკლებშიც, მათ შორის: You're a Good Man, Charlie Brown და Wicked. ის ასევე გამოჩნდა 2006 წლის სპექტაკლში The Apple Tree, ასევე 2010 წლის სპექტაკლში Promises, Promises და 2015 წლის სპექტაკლში On the Twentieth Century, რისთვისაც მან მიიღო კიდევ ერთი ტონის ჯილდოს ნომინაცია.

ჩენოვეთი ასევე გამოჩნდა სატელევიზიო სერიალებში: სეზამის ქუჩა და კლუბი, რისთვისაც იგი ნომინირებული იყო ემის ჯილდოზე 2010 და 2011 წლებში. ასევე ის გამოჩნდა რამდენიმე ფილმში, მაგალითად: Bewitched (2005), The Pink Panther (2006) და RV (2006). მან ასევე ითამაშა რამდენიმე სატელევიზიო შოუში და გაახმოვანა ანიმაციების პერსონაჟები, მათ შორის: Descendants (2015), Rio 2 (2014), The Peanuts Movie (2015), Sit Down, Shut Up და BoJack Horseman.

2001 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Let Yourself Go. 2004 წელს მან გამოუშვა თავისი მეორე ალბომი As I Am. ალბომი აშშ-ის ქრისტიანული ალბომების ჩარტში 31-ე ადგილზე გავიდა. იმავე წელს ჩენოვეთმა კონცერტი გამართა კარნეგი ჰოლში.[12]

2007 წლის 19 იანვარს, ჩენოვეთმა სოლო კონცერტი გამართა ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ ოპერაში, სახელწოდებით Kristin Chenoweth Live At The Met. იმავე წელს მან ნათან განთან ერთად შეასრულა სიმღერები ალბომისთვის Just Before Sunrise. მომდევნო წელს მან გამოუშვა თავისი მესამე სოლო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით A Lovely Way to Spend Christmas. ალბომში შედის ჯონ პიცარელისთან ერთად ჩაწერილი დუეტი. ალბომი არის მუსიკოსის ყველაზე წარმატებული ჩანაწერი. ის გავიდა 77-ე ადგილზე აშშ-ის ბილბორდის ალბომების ჩარტში, ხოლო მე-7 ადგილზე აშშ-ის სადღესასწაულო ალბომების ჩარტში. ალბომი ასევე პირველ ადგილზე გავიდა აშშ-ის Heatseekers-ის ჩარტში. ჩენოვეთმა 2009 წელს გამართა კონცერტი სენტ ლუისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Fox Theatre-ში.[13]

2010 წლის აგვისტოში ჩენოვეთმა ჩაწერა თავისი მეოთხე ქანთრი-პოპ ალბომი სახელწოდებით Some Lessons Learned.[14] ალბომი გამოვიდა 2011 წლის 13 სექტემბერს. მასში შედის კოლაბორაციული ნამუშევრები შემდეგ მუსიკოსებთან ერთად: დიან უორენი, დოლი პარტონი და ლედი ანტებელუმი.

მუსიკოსს გამოშვებული აქვს ალბომები: A Lovely Way to Spend Christmas (2008), Some Lessons Learned (2011), Coming Home (2014), The Art of Elegance (2016) და For the Girls (2019). 2009 წელს ჩენოვეთმა დაწერა მემუარები, A Little Bit Wicked.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chenoweth, Chapters 1 and 5
  2. Kristin Dawn Chenoweth. KChenoweth.Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2012. ციტირების თარიღი: October 13, 2011
  3. Randall, Henry P. Who's who among students in American universities and colleges, vol. 57, Randall Publishing Co., 1991, p. 249, accessed August 29, 2012
  4. „April 16, 2009“. Fresh Air.
  5. Allen, Silas. "Kristin Chenoweth says success is a combination of training, ambition", NewsOK.com, May 12, 2013, accessed December 5, 2014
  6. Allen, Silas. "Kristin Chenoweth says success is a combination of training, ambition", NewsOK.com, May 12, 2013, accessed December 5, 2014
  7. "Oklahoma City University to Honor Kristin Chenoweth at Spring Commencement", The Oklahoman, May 3, 2013, accessed February 12, 2017
  8. Chenoweth, chapter 3
  9. Culwell-Block, Logan. "Over 20 Years of Popular: Kristin Chenoweth on Stage and Screen", Playbill, February 7, 2015, February 12, 2017
  10. Culwell-Block, Logan. "Over 20 Years of Popular: Kristin Chenoweth on Stage and Screen", Playbill, February 7, 2015, February 12, 2017
  11. Adams, Thelma. "Kristin Chenoweth Receives a Star on the Hollywood Walk of Fame", Variety, July 24, 2015
  12. Kristin Chenoweth. ციტირების თარიღი: October 11, 2019
  13. "Kristin Chenoweth Appears with St. Louis Symphony Orchestra at Fox Theatre Jan. 10". BroadwayWorld.com, January 6, 2009, accessed May 12, 2010
  14. Kristin Chenoweth is Popular and Possibly Perfect: The Auto-Interview. AutoStraddle, July 30, 2010