კრისტიან ფიურხტეგოტ გელერტი
იერსახე
კრისტიან ფიურხტეგოტ გელერტი (დ. 4 ივლისი, 1715, ჰაინიხენი — გ. 13 ნოემბერი, 1769, ლაიფციგი) — გერმანელი მწერალი. პოპულარული იყო მისი ნაწარმოებები „იგავები და მოთხრობები“ (ტ. 1-2, 1746-1748), „ავადმყოფი ცოლი“ (1747), „ნაზი დები“ (1747), „სასულიერო ოდები და სიმღერები“ (1757). 1747-1748 წლებში ს. რიჩარდსონის გავლენით დაწერა „შვედი გრაფის მეუღლის ფონ გ-ს ცხოვრება“, რომელიც პირველ გერმანულ სენტიმენტალურ-განმანათლებლურ რომანად მიიჩნევა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 38.
- კრისტიან ფიურხტეგოტ გელერტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)