კრიკეტ-დიპლომატია
იერსახე
კრიკეტ-დიპლომატია (ინგლ. cricket diplomacy) ეწოდება დიპლომატიური დაახლოების იმ ეტაპობრივ გზას, რომელსაც საუკუნის დასაწყისში ინდოეთი და პაკისტანი დაადგნენ. დიპლომატიის მიზანი იყო მორიგება ქაშმირის საკითხში.
2005 წლის აპრილში პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი კრიკეტის თამაშის დროს შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მანმოჰან სინგჰს. სწორედ აქედან დაედო საფუძველი ტრადიციას ამ ორი ქვეყნის ლიდერების კრიკეტის თამაშის დროს მოსალაპარაკებლად შეხვედრისა. კრიკეტი ინდოეთშიც და პაკისტანშიც სპორტის ეროვნულ სახეობადაა მიჩნეული. კრიკეტისადმი საერთო სიმპათია განაპირობებს იმ მშვიდ ატმოსფეროს, რომლის დროსაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.