კრეტეკი
კრეტეკი[1] - არის სიგარეტი, რომელიც მზადდება მიხაკის ხის ნაყოფთან, თამბაქოს და სხვა სანელებლების შეზავებით. სიტყვა ”კრეტეკი” თავად არის ონომატოპოეტიკური ტერმინი რომელიც აღწერს იმ ხმას, რომლითაც იწვის მიხაკის ხის ნაყოფი. ჰაჯი ჯამარმა, რომელიც სოფელ კუდოსის მკვიდრი იყო, ინდონეზიის რეგიონიდან ჯავა, გამოიგონა კრეტეკი ადრეულ 1880 წელს, როგორც საშუალება - ფილტვებამდე მიეტანა ევგანოლი, რადგანაც მიიჩნევდა, რომ ასთმის ტკივილებს უხსნიდა. ჯამარი ფიქრობდა რომ ევგანოლი ეხმარებოდა მკერდის ტკივილების მოსაშორებლად და ამიტომ თავისი გამოგონება მთელ სოფელში გაავრცელა, მაგრამ იქამდე გარდაიცვალა სანამ კრეტეკი მასიურად დაიწყებდა გავრცელებას. მ. ნიტისემიტომ გააგრძელა მისი საქმე და ახალი სიგარეტის კომერციალიზაცია დაიწყო. დღეს, კრეტეკის მწარმოებლების მიერ პირდაპირ დასაქმებულთა რიცხვი 180,000 ადამიანია, ხოლო დამატებით 10 მილიონი მსოფლიოს მასშტაბით - ირიბად დასაქმებულია ამ ინდუსტრიაში.
ნაწილობრივ, უკეთესი დაბეგვრის პირობების გამო ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით[2] და ნაწილობრივ წარმოშობის გამო, კრეტეკი ამჟამად ინდონეზიაში ყველაზე გავრცელებული მოსაწევია, სადაც დაახლოებით 90% მწეველებისა- კრეტეკს ეწევა.[3] ინდონეზიაში ასობით კრეტეკის მწარმოებელია, მათ შორის ლოკალურ ბაზრებზე და ასევე დიდი ბრენდები. ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ბრენდი ”ჯარუმი” ინდონეზიაში დაიბადა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრეტეკის წარმოშობა, უკან - მეცხრამეტე საუკუნეში გვაბრუნებს. მისი გამომგონებელი ჰაჯი ჯამარია, რომელიც კუდუსში, ინდონეზიაში ცხოვრობდა. ის მკერდის ტკივილებისგან იტანჯებოდა და სცადა მიხაკის ხის ნაყოფის ზეთი შეეზილა მკერდში ტკივილის შესამსუბუქებლად. ხოლო მოგვიანებით, უფრო დიდი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მისაღწევად, ხელით შეაზავა მიხაკის ხის კვირტები და თამბაქო და მისი მოწევა სცადა, როგორც ისტორია მოგვითხრობს მისი მკერდის ტკივილები და ასთმა მომენტალურად გაქრა. ჯამარის ამ ახალი გამოგონების შესახებ სწრაფად გავრცელდა მის სამეზობლოში და მიხაკის ხის სიგარეტები მალე აფთიაქებში იყიდებოდა, სახელით rokok cengkeh - მიხაკის ხის სიგარეტები. მიუხედავად იმისა, რომ პირველად აღმოჩენილი იქნა, როგორც სამედიცინო პროდუქტი, მოგვიანებით კრეტეკი გასცდა მხოლოდ სამედიცინო მოხმარებას და იქცა ძალიან პოპულარულ, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად.
იმ დროს, ადგილობრივი მოსახლეობა, ხელით შეზავებულ კრეტეკს ყიდდა, ყოველგვარი დასახელების, ბრენდის, შეზღუდვების და შეფუთვის გარეშე. კუდუსის მკვიდრ - მ.ნიტისემიტოს გაუჩნდა იდეა, რომ სერიულ წარმოებაში და გაყიდვაში ჩაეშვა კრეტეკი, შესაბამისი ბრენდით და დასახელებით. სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, ნიტისემიტომ, რომელმაც პირველად 1906 წელს შექმნა ბრენდი Bal Tiga, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა უპრეცედენტო მარკეტინგული ტექნიკის გამოყენებით, როგორიც იყო დასაჩუქრებები, ამობურცული შეფუთვა და უფასო პრომო მასალები. მიუხედავად ამისა კომერციული წარმოება ადრეულ 1930 წლამდე არ დაწყებულა.[4]
გარდა ამისა, მან ასევე დანერგა ახალი წარმოების სისტემა, რომელსაც ”ებონ სისტემა” ეწოდება და რომელიც კარგ შესაძლებლობებს სთავაზობდა სხვა მეწარმეებს, რომლებსაც სათანადო კაპიტალი არ გააჩნდათ. ამ სისტემაში, მეწარმეს ეწოდებოდა ”ებონი” და ის იღებდა ვალდებულებას მიეტანა კომპანიაში მზა პროდუქცია, რომელიც მას შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდიდა, ხოლო მასალას თავად კომპანია აწვდიდა მეწარმეს. მიუხედავად წარმატებისა, მოგვიანებით მწარმოებლებმა მიატოვეს ამ სისტემის გამოყენება და დაიქირავეს მუშახელი, რომელიც მუდმივად იმყოფებოდა ქარხანაში, რათა სტანდარტული ხარისხი შეენარჩუნებინათ. დღეს, მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელი იყენებს ამ სისტემას.
1960 წელსა და 1970 წელს შორის პერიოდში, კრეტეკი იქცა ინდონეზიის ეროვნულ სიმბოლოდ და გამოიყენებოდა ”თეთრი სიგარეტების” წინააღგმდეგ. 1980 წელს, მექანიზირებულმა კრეტეკის წარმოებამ გადაასწრო ხელით შეზავებულთა რაოდენობას. დღეს-დღეისტობით კრეტეკი ინდონეზიის ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლის წყაროა, კრეტეკის ინდუსტრია მოიცავს 500 მსხვილ და წვრილ მწარმოებელს, რომლებიც ჯამში 10 მილიონ ადამიანს ასაქმებს.[5]
სტრუქტურა და ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამბაქოს ხარისხი და მრავალფეროვნება დიდ როლს თამაშობს კრეტეკის წარმოებაში, როგორც წესი კრეტეკი უმაღლესი დონის თამბაქოსგან და რჩეული მიხაკის ხის კვირტებისგან მზადდება. ერთი კრეტეკის ბრენდი შეიძლება შეიცავდეს ერთიდან-ოცდაათამდე თამბაქოს ჯიშს.[6] დაქუცმაცებული, გამომშრალი მიხაკის ხის კვირტები, როგორც წესი კრეტეკის ნახევარს ან ერთ მესამედს შეადგენს. ხშირად კრეტეკის ფილტრში ამატებენ სპეციალურ სოუსს (მაგალითად: დარიჩინის - Djarum Black, ალუბლის - Djarum Cherry და ა.შ.)
გავლენა ჯანმრთელობაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Djarum Black (ჯარუმ ბლექი) - სიგარეტი, რომელიც იყიდება ევროპაში და კანადაში, ასევე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, შეიცავს 10-12 მგ კუპრს და 1მგ ნიკოტინს. შემცველების დონე შედარებით დიდია თვითონ ინდონეზიაში, შესაბამისად 25მგ და 1.6მგ. ეს მონაცემები ტოლია უმეტესობა ჩვეულებრივი სიგარეტების მონაცემებისა, ხოლო კანადაში, 42.2 - 76მგ და 1.88-3.39 მდე.
საქართველოში იმპორტირებული კრეტეკის - Djarum Black და Djarum Cherry ის მონაცემებია, შესაბამისად: 10 მგ კუპრი და 1მგ ნიკოტინი (ევროპის სტანდარტი)
ექსპერიმენტმა, რომელშიც 10 მწეველი მონაწილეობდა, აჩვენა რომ ჩვეულებრივ სიგარეტსა და მიხაკის ხის ნაყოფის სიგარეტს შორის მონაცემთა სხვაობა არ არის და ზოგადად ტოლია.[7]
ლაბორატორიაში, ვირთხებზე დაკვირვებისას, მათ ჯანმრთელობაზე ერთნაირ გავლენას ახდენდა, როგორც მიხაკის ხის ნაყოფის სიგარეტი, ისე ჩვეულებრივი სიგარეტი.[8] ეს კვლევა გამეორებული იქნა. ამჯერად 14 დღის მანძილზე და იგივე შედეგი დადგა.[9]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კრეტეკის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-14. ციტირების თარიღი: 2010-07-01.
- ↑ JUNE 3, 1999: WHERE THERE'S SMOKE, THERE'S KRETEK: THE CIGARETTE INDUSTRY IN INDONESIA. ციტირების თარიღი: 2007-07-20.
- ↑ Cigarette Production & Consumption. ციტირების თარიღი: 2007-12-30.
- ↑ Sejarah Indonesia - a Timeline of Indonesian History
- ↑ Hanusz, Mark (2000) Kretek: The Culture and Heritage of Indonesia's Clove Cigarettes, Equinox Publishing ISBN 979-95898-0-0
- ↑ Kretek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-25. ციტირების თარიღი: 2010-07-01.
- ↑ J.L. Malson, E.M. Lee, R. Murty, E.T. Moolchan and W.B. Pickworth (February, 2003). „Clove cigarette smoking: biochemical, physiological, and subjective effects“. Pharmacology, biochemistry, and behavior. 74 (3): 739–745. doi:10.1016/S0091-3057(02)01076-6. PMID 12543240. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) - ↑ G.C. Clark (1989). „Comparison of the inhalation toxicity of kretek (clove cigarette) smoke with that of American cigarette smoke. I. One day exposure“. Archives of toxicology. 63 (1): 1–6. doi:10.1007/BF00334625. PMID 2742495.
- ↑ G.C. Clark (1990). „Comparison of the inhalation toxicity of kretek (clove cigarette) smoke with that of American cigarette smoke. II. Fourteen days, exposure“. Archives of toxicology. 64 (7): 515–521. doi:10.1007/BF01971829. PMID 2073125.