კოჩის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1993
დამფუძნებელი (-ები) Vehbi Koç
ტიპი კერძო უნივერსიტეტი და კვლევითი უნივერსიტეტი
სტუდენტი 5 130
მდებარეობა Sarıyer
ქვეყანა თურქეთი
კავშირები Confederation of Open Access Repositories[1] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Anatolian University Libraries Consortium Association[3] და ORCID[4]
კოჩის უნივერსიტეტი — თურქეთი
კოჩის უნივერსიტეტი
https://www.ku.edu.tr, https://www.ku.edu.tr/en და https://www.kocuniversity.cn/

კოჩის უნივერსიტეტი (თურქ. Koç Üniversitesi) — არაკომერციული კერძო უნივერსიტეტი სტამბოლში, თურქეთი.[5] დაარსდა 1993 წელს. კოჩის უნივერსიტეტი მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ადმინისტრაციული მეცნიერებები და ეკონომიკა, მეცნიერება, ინჟინერია, სამართალი, საექთანო და სამედიცინო.[6] კოჩის უნივერსიტეტი სთავაზობს 22 საბაკალავრო, 29 სამაგისტრო და 30 სადოქტორო პროგრამას.[6] Times Higher Education World University Rankings-ის 2018 წლის მონაცემების თანახმად, თურქეთის უნივერსიტეტებს შორის, კოჩის უნივერსიტეტს ყველაზე მაღალი რეიტინგი უკავია. უნივერსიტეტი იზიდავს ყველაზე მაღალქულიან სტუდენტებს თურქეთის უმაღლესი სკოლებიდან, როგორიცაა კოჩის სკოლა, რობერტის კოლეჯი, უსკუდარის ამერიკული აკადემია და სტამბოლის უმაღლესი სკოლა.[7][8] კურსების უმრავლესობა (95%-ზე მეტი[9]) კოჩის უნივერსიტეტში ისწავლება ინგლისურ ენაზე (რამდენიმე გამონაკლისი გვხვდება მხოლოდ სამართლის სკოლაში და საექთნო სკოლაში).[10] უნივერსიტეტი ითვლის 7.000 სტუდენტს. უნივერსიტეტი იღებს სტუდენტებს უცხოეთიდან და აქვს ფართო კავშირი 250-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტებთან, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან, როგორიც არი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი.[11][9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://web.archive.org/web/20190714135243/https://www.coar-repositories.org/community/members-and-partners-by-country/
  2. https://eua.eu/about/member-directory.html
  3. https://web.archive.org/web/20230815060630/https://uye.ankos.org.tr/uyeler/
  4. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  5. About KU. Koç University. ციტირების თარიღი: 2014-08-11
  6. 6.0 6.1 About KU/History. Koç University. ციტირების თარიღი: 2014-08-11
  7. Robert College | Home Page.
  8. http://www.uaa.k12.tr/icerik/yurt-ici-universitelere-giris-basarisi/325/
  9. 9.0 9.1 About/International Prestige. Koç University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2021-08-31.
  10. Academic Programs. Koç University. ციტირების თარიღი: 2014-08-11
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-07. ციტირების თარიღი: 2021-08-31.