კონსტანტინე ივანოვი (პოეტი)
იერსახე
კონსტანტინე ივანოვი (დ. 15 მაისი, 1890 — გ. 13 მარტი, 1915) — ჩუვაში პოეტი. მოღვაწეობა დაიწყო 1905-1907 წლებში, წერდა რევოლუციურ სიმღერებს, თარგმნიდა რუს კლასიკოსთა ლექსებს. ავტორია ბალადებისა და ლირიკულ-ეპიკური პოემისა „ნარსპი“ (1908), რომლის საფუძველზე შექმნილია ოპერა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 91.