შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე არმენოპულოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე არმენოპულოსი ან ჰარმენოპულოსი (დ. 1320 — გ. დაახ. 1385) —ბიზანტიური იურისპრუდენციის გამოჩენილი წარმომადგენელი. ნომოფილაქსი – კანონთა დაცვისა და მართებულად გამოყენების მაგისტროსი, მოსამართლე თესალონიკეში. ცნობილია მის მიერ შედგენილი კანონთა მოკლე პრაქტიკული სახელმძღვანელო – „ექვსწიგნეული“.

ცნობილია მისი თხზულების – «Heksabiblos»–ის (1344—1345) წყალობით. ეს იყო კანონთა კრებული ექვს ტომად («ჰექსაბიბლოსი» ბერძ. 6 წიგნი), რომელიც მოიცავდა ბიზანტიური სამართლის წყაროების წყაროთა ფართო სპექტრს. მისი შრომა პირველად გამოიცა 1540 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რის შემდეგაც ამ შრომამ დიდი აღიარება ჰპოვა ბალკანეთში, რომელიც იმ დროს ოტომანთა იმპერიას ექვემდებარებოდა.

  • Арменопул // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб.: 1890—1907.
  • Burgmann, Ludwig (2001). "Konstantinos Armenopulos". In Michael Stolleis (ed.) (in German). Juristen: ein biographisches Lexikon; von der Antike bis zum 20. Jahrhundert (2nd edition ed.). München: Beck. p. 39. ISBN 3406 45957 9.
  • Foundation of the Hellenic World, History of the late Byzantine Period, The Hexabiblos, accessed January 2007

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]