კობეთის მიქელგაბრიელის ეკლესია
კობეთის მიქელგაბრიელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ კობეთში. აგებულია X-XIV საუკუნეებში.
ახლანდელი ნაგებობა წარმოადგენს დიდ დარბაზულ ეკლესიას. დასავლეთიდან მიდგმული აქვს კარიბჭე-სამრეკლო. ეკლესია შიგნიდანაც და გარედანაც გალესილია. აფსიდა შვერილია, მომრგვალებული. დარბაზის მთავარ ნაწილს ოთხფერდა გადახურვა აქვს, რომელსაც აფსიდის მსგავსად ცრუგუმბათი ადგას. საერთოდ, ნაგებობის არქიტექტურული გადაწყვეტაც და ექსტერიერიც ძეგლის არაქართულ ხასიათზე მიგვანიშნებს.
ალაგ-ალაგ ფასადებს ამშვენებს X-XIII და XIV საუკუნეების არქიტექტურული დეტალები, რომლებზეც ორნამენტული მოტივი და ჯვრებია გამოსახული. ერთ-ერთ მათგანზე ასომთავრული წარწერაა „...ჯუარ ქრისტეს“.
შეუძლებელია ძეგლის თავდაპირველი სახის აღდგენა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტების მიხედვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ადგილზე იდგა X საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004
- Меписашвили Р., Цинцадзе В. Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида Картли. Тбилиси. 1975. с. 76.