შინაარსზე გადასვლა

კლივაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A: პირველადი დანალექი ქანი; B: ფუნჯი კლივაჟი; C: დიაგენეზური შრეები; D: ფიქლებრივი კლივაჟი.

კლივაჟი (ფრანგ. clivage — გახლეჩა, ატკეჩა) — გეოლოგიური ტერმინი სტრუქტურულ გეოლოგიასა და პეტროლოგიაში. ქანის უნარი დეფორმაციის შემდეგ გაიხლიჩოს თხელ, ურთიერთპარარელურ ფირფიტებად, რომლებიც შრეებრიობის სიბრტყის მიმართ ძირითადად ირიბად არიან ორიენტირებულნი. შეინიშნება დედამიწის ქერქის შრეთა ხაზოვანი ნაოჭების გავრცელების ადგილებში. განსაკუთრებით კარგად არის გამოხატული თიხოვან ქანებში, სადაც ფენების სისქე რამდენიმე მილიმეტრია. შედარებით სქელი და უხეში ფენები წარმოიქმნება ქვიშაქვებსა და კირქვებში. კლივაჟის წარმოქმნისას დიდ როლს თამაშობს წყალი, რომელიც გამოიყოფა მინერალების მიერ ქანების მეტამორფიზმის შედეგად. ტერმინი შემოიღო ინგლისელმა გეოლოგმა ადამ სეჯუიკმა 1835 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]