კიევის წყალსაცავი
იერსახე
კიევის წყალსაცავი | |
---|---|
უკრ. Київське водосховище | |
კოორდინატები: 50°54′23″ ჩ. გ. 30°29′58″ ა. გ. / 50.90639° ჩ. გ. 30.49944° ა. გ. | |
ქვეყანა | უკრაინა |
სიგრძე | 110 კმ |
სიგანე | 12 კმ |
ფართობი | 925 კმ² |
მოცულობა | 3,7 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 4,1 მ |
მდინარე | დნეპრი |
შევსების წელი | 1964–1966 |
ჰესი | კიევის ჰესი |
კიევის წყალსაცავი (უკრ. Київське водосховище) — წყალსაცავი უკრაინაში, კიევისა და ჩერნიჰივის ოლქების ტერიტორიაზე. წარმოიქმნა კიევის ჰიდროელექტროსადგურის (სიმძლავრე 551 მგვტ) კაშხლით, მდინარე დნეპრზე. შეივსო 1964–1966 წლებში. ფართობი 925 კმ², მოცულობა 3,7 კმ³, სიგრძე 110 კმ, უდიდესი სიგანე 12 კმ, საშუალო სიღრმე 4,1 მეტრი. წყალსაცავის დონე მერყეობს 1,5 მეტრის საზღვრებში, მისი საშუალებით ხორციელდება ჩამონადენის სეზონური რეგულირება. შეიქმნა წყლის ტრანსპორტის განვითარების, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო მიზნებისთვის. განვითარებულია თევზჭერა (კობრი, კაპარჭინა, ფარგა, წერი და სხვ.). ნაპირებზე ტურისტული დანიშნულების ობიექტებია.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Киевское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 12 — М., 1973.