კვანძის გახსნა
იერსახე
კვანძის გახსნა — სიუჟეტის შემადგენელი ნაწილი, მისი განვითარების ბოლო საფეხური; მხატვრული ნაწარმოების ის ადგილი, სადაც ხდება მთავარ მოქმედ პირთა შორის წინააღმდეგობის გადაწყვეტა და მით მთავრდება ძირითადი ამბის გადმოცემა. ეპილოგში ავტორს შეუძლია მხოლოდ მოქმედ პირთა შემდგომი ბედის მოკლე აღწერა – გადმოცემა, რადგან მთავარი კონფლიქტი კვანძის გახსნის შემდეგ აღარ ვითარდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაჩეჩილაძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 489.