კერძო კომპანია
კერძო კომპანია ან კერძო საწარმო — კომერციული ირგანიზაცია (საწარმო), რომელიც არის კერძო საკუთრებაში. იმყოფება ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში საერთო საკუთრების უფლებით. განსხვავებით საჯარო კომპანიისაგან, კერძო კომპანიის წილი ან აქციები არის შეზღუდული რაოდენობის პირთა საკუთრებაში და არ შეიძლება გადაიცეს ან გაიყიდოს სხვა მესაკუთრეების თანხმობის გარეშე.[1][2]
კერძო კომპანიის მფლობელები (მესაკუთრეები) თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და იღებენ მოგებას კომპანიის საქმიანობიდან. მფლობელს შეუძლია თავად მართოს კომპანიის საქმიანობა ან დაიქირავოს მენეჯერი. კომპანიის მესაკუთრეს შეუძლია დაიქირავოს და გაათავისუფლოს მომუშავე პერსონალი და ასევე აკონტროლოს მათი ქცევა კომპანიის საქმიანობისა და ინტერესების ფარგლებში. მფლობელს უფლება აქვს გაყიდოს მისი საკუთრება, ან გადასცეს უფლებები გარეშე პირს.
კერძო კომპანიის მფლობელები ვალდებულები არიან თავიანთ კომპანიებს მიანიჭონ სახელები. ხშირად ფირმის დასახელება მომდინარეობს მისი დამაარსებლის გვარიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dun & Bradstreet
- Private Company Council დაარქივებული 2016-01-07 საიტზე Wayback Machine. — Financial Accounting Standards Board
- Privco