შინაარსზე გადასვლა

კარმენ ელექტრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარმენ ელექტრა

კარმენ ელექტრა 2013 წელს
დაბადების სახელი ტარა ლი პატრიკი
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1972 (1972-04-20) (52 წლის)
შერონვილი, ოჰაიო, აშშ
საქმიანობა მოდელი
მომღერალი
მსახიობი
მოცეკვავე
ტელეწამყვანი
აქტიური 1990–დღემდე
მეუღლე(ები) დენის როდმანი (1998–1999)
დეივ ნავარო (2003–2007)

ტარა ლი პატრიკი (ინგლ. Carmen Electra; დ. 20 აპრილი, 1972, შერონვილი, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავე, ტელეწამყვანი. პოპულარობა ხვდა წილად ჟურნალ Playboy-ში გადაღებით, MTV სათამაშო შოუში – Singled Out-ში მონაწილეობით, როგორც ამერიკული ჯგუფის Pussycat Dolls-ის მოცეკვავე და ასევე კინოში შესრულებული როლებით: „ძალიან საშიში კინო“, „კინოპაემანი“, „ეპიკური კინო“, „სპარტანელების გაცნობა“, „არარეალური ბლოკბასტერი“.

კარმენ ელექტრა დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს, ქალაქ შერონვილში, დედამისის მომღერლის პატრისიისა და მამამისის – გიტარისტის და მსახიობის გერის ოჯახში.[1][2] იგი ესწრებოდა ენ უაიგელის დაწყებით სკოლას, შემდეგ ქალაქ ცინცინატის ერთ-ერთ გარეუბანში ცეკვას. კარმენ ელექტრას დედა თავის კიბოთი გარდაიცვალა 1998 წელს.[3] იმავე წელსვე კარმენს გულის შეტევით გარდაეცვალა და – დები. ელექტრამ შერონვილში დაამთავრა პრინსტონის საშუალო სკოლა. იგი ცინცინატის სახელმწიფო სკოლის ოკრუგში ესწრებოდა შემოქმედებით და საშემსრულებლო ხელოვნებას.[4] კარმენ ელექტრა ირლანდიური, გერმანული და ჩეროკი წარმოშობისაა.[5]

კარმენ ელექტრამ თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1990 წელს, როგორც Kings Island-ის მოცეკვავემ.[6] 1991 წელს საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში, სადაც შეხვდა პრინსს.[7] სულ მალე ელექტრამ კონტრაქტი გააფორმა პრინსის ხმისჩამწერ კომპანიასთან – Paisley Park Records, რის შემდეგაც დაიწყო მომღერლის კარიერა.[7] Paisley Park Records ყოფნის დროს იგი პოპულარული გახდა ოფიციალურად როგორც კარმენ ელექტრა.[7]

1995 წელს იგი გამოჩნდა სატელევიზიო პროგრამებში. 1996 წლის მაისში იგი ჟურნალ პლეიბოისთვის გაშიშვლდა. ამის შემდეგ იგი მონაწილებას იღებს ტელესერიალში „მაშველები“ და MTV-ის „Singled Out“-ში. 2003 წელს იგი დაუბრუნდა ტელესერიალ მაშველებს, ამჯერად ფილმში „მაშველები: ჰავაის ქორწილი“. მომდევნო წლებში კარმენ ელექტრა ჟურნალ პლეიბოიში კიდევ ოთხჯერ გამოჩნდა: 1997 წლის ივნისში, 2000 წლის დეკემბერში, 2003 წლის აპრილში და 2009 წლის იანვარში. ჟურნალის გარეკანზე მოხვდა სამჯერ, 2000, 2003 და 2009 წლებში.

კარმენ ელექტრა საქველმოქმედო მოღვაწეობასაც ეწევა. მის მიერ არის ორგანიზებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თავის კიბოთი დაავადებულებს დახმარებას სთავაზობს. ამასთანავე იგი მხარდაჭერას უცხადებს „Elevate Hope და „Hollyrod Foundation“ ფონდებს.

1998 წელს ცოლად გაყვა კალათბურთის ვარსკვლავს დენის როდმანს. ქორწილი შედგა ლას-ვეგასში.[8][9] მათი ქორწინებაში ყოფნა მცირე ხანს გაგრძელდა. 1999 წლის აპრილში ელექტრამ გაყრაზე შეიტანა განცხადება.[10] 2003 წელს იგი ცოლად გაყვა გიტარისტ დეივ ნავაროს. 2006 წლის 17 ივლისს წყვილი გაშორდა. მათი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა 2007 წლის 20 თებერვალს.

2008 წლის აპრილში ელექტრას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი დანიშნულია რობ პატერსონთან, რომელიც პროფესიით მომღერალია.

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1997 ამერიკელი ვამპირი American Vampire სულკა
1997 შესანიშნავი ჰამბურგერი Good Burger როქსანა
1998 ვარსკვლავური ციებ-ცხელება Starstruck იონა შირლი
1998 ყვავი The Chosen One: Legend of the Raven მაკენა
1999 მიწიერი არსებების საქორწილო თამაშები The Mating Habits of the Earthbound Human ჯენი
1999 საშობაო არდადეგები 2000 Christmas Vacation 2000 ესმერალდა
2000 ძალიან საშიში კინო Scary Movie დრიუ
2001 სიყვარული ყველაფერს ცვლის Sol Goode ოქრო
2001 პარფიუმი Perfume სიმონი
2001 სიყვარულის ვირუსი Get Over It მოირა
2002 საარენდო კონტროლი Rent Control ოდრი
2002 შეშლილები Whacked! ლორა
2003 ქალაქის გოგოები Uptown Girls
2003 ჩემი უფროსის შვილი My Boss’s Daughter ტინა
2004 სტარსკი და ხატჩი Starsky and Hutch სტეისი
2004 მისტერ 3000 Mr. 3000
2004 მაქსი დამანგრეველი:დრაკონის წყევლა Max Havoc: Curse of the Dragon დები
2004 საშინელი კუნძული Monster Island
2005 ბინძური სიყვარული Dirty Love მიშელი
2005 ორმაგი თამაში Getting Played ლორენი
2005 სარფიანი საქმე 2 Cheaper by the Dozen 2 სარინა
2006 კინოპაემანი Date Movie ენი
2006 ძალიან საშიში კინო 4 Scary Movie ჰოლი
2006 მხურვალე ტამალე Hot Tamale რაილი
2007 ძალიან ეპიკური კინო Epic Movie მისტიკი
2007 მე მსურს კანფეტი I Want Candy კენდი
2007 სიმართლე და არაფერი მეტი Full of It
2007 მილიონი შობისთვის Christmas in Wonderland ჯინჯერი
2008 სპარტანელების გაცნობა Meet the Spartans დედოფალი მარგო
2008 არარეალური ბლოკბასტერი Disaster Movie ლამაზი მკვლელი
2011 წვეულება ახალ ორლეანში Mardi Gras: Spring Break

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Carmen Electra Biography (1966–).
  2. Carmen Electra Biography (1966–).
  3. Carmen Electra Biography – Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-28. ციტირების თარიღი: 2011-10-19.
  4. „FOXNews.com – Carmen Electra Biography – Carmen Electra Video Pics – FOXNews.com“. Fox News. October 6, 2006.
  5. Carmen's electric moves. Baywatch Babe's New Strip Aerobics DVD Really Works Up a Sweat It's not sleazy, it's for you to be sexy for your boyfriend or hubby.(News) – The Mirror (London, England) – HighBeam Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 2011-10-19.
  6. Kings Island website – Event page: Labor Day Weekend – Carmen Electra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-30. ციტირების თარიღი: 2011-10-19.
  7. 7.0 7.1 7.2 http://people.famouswhy.com/carmen_electra/
  8. "Dennis Rodman Marries TV Actress Carmen Electra" December 7, 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 8, 2012. ციტირების თარიღი: ივლისი 8, 2012.
  9. Walls, Jeannette. "Rodman says Electra never got over him" MSNBC, August 10, 2006
  10. Carmen Electra Biography: People.com.