შინაარსზე გადასვლა

კაპუცინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაპუცინელი ბერი

კაპუცინები (ლათ. Ordo Fratrum Minorum Capucinorum; შემოკლ. — კაპუცინები) — კათოლიკური ორდენი. შეიქმნა 1525 წელს ფრანცისკანელთა ორდენის განშტოების სახით. 1619 წლიდან დამოუკიდებელი ორდენია. ორდენის წევრებმა სახელწოდება მიიღეს ანაფორაზე მიკერებული უხეში მაუდის წვეტიანი კაპიუშონის გამო. ორდენის წევრთა მიზანი იყო ადრინდელი ფრანცისკული თემების ასკეტური ხასიათის აღდგენა. კაპუცინებმა დიდი როლი ითამაშეს კონტრრეფორმციაში.

ამჟამად ორდენში დაახლოებით 15 ათ. წევრია. დიდი ბრიტანეთში მოქმედებს მათი 10 მონასტერი, ირლანდიაში – 3, უკრაინაში – 6, რუსეთში – 1. გარდა ამისა გააჩნიათ 200-მდე მისია მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით ინდოეთში, ეთიოპიაში და თურქეთში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ნ. ასათიანი, ისტორია 11, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2009, გვ. 344