შინაარსზე გადასვლა

იქთიოზავრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იქთიოზავრები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ქვეკლასი:  იქთიოპტერიგიები
რიგი:  იქთიოზავრები
ლათინური სახელი
Ichthyosauria

იქთიოზავრები (ლათ. Ichthyosauria) — ნამარხ ქვეწარმავალთა რიგი იქთიოპტერიგიების ქვეკლასისა. არსებობდნენ გვიანი ტრიასულიდან გვიანი ცარცული პერიოდის დასაწყისამდე, განსაკუთრებით გავრცელდნენ იურულ პერიოდში. მათი თუთუსტარისებრი, გვერდებზე შებრტყელებულს სხეულის სიგრძე 12 მ აღწევდა. ჰქონდათ ერთი ზურგის ფარფლი და მძლავრი კუდის ფარფლი, ძლიერ დამოკლებული კიდურები საჭის ფუნქციას ასრულებდნენ. ნესტოები თავის ქალაზე უკან გადაადგილებული, დაგრძელებული ყბები აღჭურვილი ჰქონდათ ხშირი და წვეტიანი კონუსური კბილებით, დიდი ზომის თვალები — დაცული სკლეროტული ფირფიტებით. იქთიოზავრები ცოცხლადმშობი ცხოველები იყვნენ.