იური ნიკულინი
იური ნიკულინი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 დეკემბერი, 1921 დემიდოვი, სმოლენსკის ოლქი |
გარდაცვალების თარიღი |
21 აგვისტო, 1997 (75 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1958-1991 |
იური ვლადიმერის ძე ნიკულინი (რუს. Никулин, Юрий Владимирович; დ. 18 დეკემბერი, 1921 — გ. 21 აგვისტო, 1997) — რუსი საბჭოთა კინოსა და ცირკის მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1973), სოციალისტური შრომის გმირი (1990). მის ყველაზე ცნობილ ფილმთა შორისაა „ბრილიანტის ხელი“, „12 სკამი“, და „მოხუცი-ავაზაკები“.
ნიკულინმა შექმნა ბალბესის დაუვიწყარი სახე განთქმულ სამეულში (ტრუსი, ბალბესი და ბივალი) ლეოიდ გაიდაის კინოკომედიებში „არყის მხდელები“ (1961), „ქოფაკი ბარბოსი და უჩვეული კროსი“ (1961), „ოპერაცია „Ы“ და შურიკის სხვა თავგადასავლები“ (1965), „კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები“ (1966).
ნიკულინს განსახიერებული აქვს არა მხოლოდ კომედიური როლები. აღსანიშნავია მისი თამაში ფილმებიში მეორე მსოფლიო ომზე („ისინი ომობდნენ სამშობლოსთვის“, რეჟისორი ს. ბონდარჩუკი; „ოცი დღე ომის გარეშე“, რეჟისორი ა. გერმანი), დრამატულ ფილმში „როცა ხეები დიდები იყვნენ“ და ანდრეი ტარკოვსკის ფილმში „ანდრეი რუბლიოვი“. გარდა ამისა, მას მიჰყავდა იუმორისტული ტელეგადაცემა „თეთრი თუთიყუში“.
მოსკოვში „ცვეტნოი ბულვარზე“ ცირკთან, რომელიც მის სახელს ატარებს, აღმართულია ნიკულინის ბრინჯაოს მონუმენტი.