ირინა შეიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინა შეიკი

2018 წელს კანის კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი Ирина Валерьевна Шайхлисламова
დაბადების სახელი ირინა ვალერის ასული შეიხისლამოვა
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1986 (1986-01-06) (38 წლის)
ემანჟელინსკი, რუსეთის სფსრ, სსრკ
აქტიური 2007–დღემდე
სიმაღლე 178 სმ
წონა 53 კგ
პარტნიორ(ებ)ი კრიშტიანუ რონალდუ (2010–2015)
ბრედლი კუპერი (2015–2019)
შვილ(ებ)ი 1
საიტი http://www.irinashaykofficial.com/

ირინა ვალერის ასული შეიხისლამოვა[1] (რუს. Ирина Валерьевна Шайхлисламова; დ. 6 იანვარი, 1986), ცნობილი როგორც ირინა შეიკირუსი მოდელი და მსახიობი. 2011 წელს გახდა პირველი რუსი მოდელი, რომელიც მოხვდა ჟურნალ „Sports Illustrated“-ის გარეკანზე. [2]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს, მამამისი, წარმოშობით თათარი იყო და წიაღისეულის მაღაროში, მეშახტედ მუშაობდა, ხოლო დედა – წარმოშობით რუსი, იყო მუსიკის მასწავლებელი საბავშვო ბაღში. 6 წლის ასაკში ირინამ დაიწყო პიანინოზე დაკვრა, 9 წლის ასაკში დედის ინიციატივით ის მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა[3], სადაც 7 წელი სწავლობდა, მღეროდა სასწავლებლის გუნდში. როდესაც შეიკი 14 წლის იყო, მამამისი პნევმონიით გარდაიცვალა. [4] სკოლის დამთავრების შემდეგ შეიკი მცირე ხნით მარკეტინგს სწავლობდა, მაგრამ შემდეგ სილამაზის სკოლაში შევიდა. 2004 წელს მოიგო სილამაზის კონკურსი „მის ჩელიაბინსკი 2004“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირინა შეიკი (მარჯვნივ) 2019 წელს

2007 წელს გახდა „Intimissimi“-ს სახე[5], ამავე წელს შედგა მისი დებიუტი „Sports Illustrated Swimsuit Issue“-ში. ის ამ ყოველწლიურ გამოცემებში 2015 წლამდე გამოჩნდა და ფოტოსესიებს აკეთებდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა პეტერბურგი, ნეაპოლი, გრენადა და ჩილე. 2010 წელს შეიკი „Intimissimi“-ს ბრენდის ოფიციალური სახე გახდა. 2009 წლის მაისში შეუერთდა სამოდელო სააგენტოს „IMG Models“.

სამსახიობო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს შედგა მისი სამსახიობო დებიუტი. ითამაშა მეგარას როლი ფილმში „ჰერკულესი“. ფილმში მისი პარტნიორი იყო დუეინ ჯონსონი.[6][7]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსული ირინა შეიკი 2016 წელს

ჰყავს 1 და, ტატიანა პეტენკოვა, რომელსაც 3 შვილი ჰყავს. 2009 წელს გაიცნო პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ისინი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებოდნენ, 2015 წლის იანვარში რონალდუმ განაცხადა, რომ ისინი დაშორდნენ. [8] ამავე წელს შეიკი დაინიშნა ბრედლი კუპერზე, რომლისგანაც 2017 წელს შვილი, ლეა შეეძინა. [9][10] 2019 წელს ისინი დაშორდნენ. [11]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი შენიშვნა
2014 ჰერკულესი მეგარა დებიუტი კინოში
2016 ამი შუმერის შიგნით ცოლი ითამაშა როლი ერთ-ერთ ეპიზოდში

მუსიკალური ვიდეობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი კლიპი შემსრულებელი
2010 „Power“ კანიე უესტი
2014 „Yo También“ რომეო სანტოსი ft. მარკ ენტონი

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი თამაში როლი შენიშვნა
2011 Need for Speed: The Run მილა ბელოვა ახმოვანებს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Malle, Chloe. Hot! Supermodel Shayk's Perry Street Condo. The New York Observer. ციტირების თარიღი: 26 July 2012
  2. Irina Shayk: 5 Things to Know about Sports Illustrated's Swimsuit Cover Model en. ციტირების თარიღი: 27 July 2019
  3. Fernández de Angulo, Javier. (10 December 2010) Desmontando a Irina. GQ. ციტირების თარიღი: 15 February 2011
  4. Cohen, Stefanie (15 August 2010). „Shayk, rattle and roll!“. New York Post. ციტირების თარიღი: 10 November 2010.
  5. Grosso, Caroline. (9 October 2017) Irina Shayk On Motherhood, Sex Appeal, And Italian Lingerie. W.
  6. Acting was challenging for Shayk en. ციტირების თარიღი: 2 August 2019
  7. Hollywood newcomer Irina Shayk looks stunning during Hercules promo events en-GB. ციტირების თარიღი: 2 August 2019
  8. Cristiano Ronaldo breaks up with girlfriend Irina Shayk. USA Today (20 January 2015). ციტირების თარიღი: 7 June 2019
  9. Bradley Cooper and Irina Shayk Welcome Daughter Lea De Seine (11 April 2017). ციტირების თარიღი: 14 May 2017
  10. Bacardi, Francesca; Passalaqua, Holly. Bradley Cooper and Irina Shayk's First Child's Name and Sex Revealed. E! (10 April 2017). ციტირების თარიღი: 14 May 2017
  11. Fernandez, Alexia; Merrett, Robyn. Bradley Cooper and Irina Shayk Split After 4 Years Together en (6 June 2019). ციტირების თარიღი: 7 June 2019