ირინა შეიკი
ირინა შეიკი | |
---|---|
![]() 2018 წელს კანის კინოფესტივალზე | |
მშობლიური სახელი | Ирина Валерьевна Шайхлисламова |
დაბადების სახელი | ირინა ვალერის ასული შეიხისლამოვა |
დაბადების თარიღი |
6 იანვარი, 1986 ემანჟელინსკი, რუსეთის სფსრ, სსრკ |
აქტიური | 2007–დღემდე |
სიმაღლე | 178 სმ |
წონა | 53 კგ |
პარტნიორ(ებ)ი |
კრიშტიანუ რონალდუ (2010–2015) ბრედლი კუპერი (2015–2019) |
შვილ(ებ)ი | 1 |
საიტი | http://www.irinashaykofficial.com/ |
ირინა ვალერი ასული შეიხისლამოვა (რუს. Ирина Валерьевна Шайхлисламова; დ. 6 იანვარი, 1986), ცნობილი როგორც ირინა შეიკი — რუსი მოდელი და მსახიობი. 2011 წელს გახდა პირველი რუსი მოდელი, რომელიც მოხვდა ჟურნალ „Sports Illustrated“-ის გარეკანზე.
ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს, მამამისი, წარმოშობით თათარი იყო და წიაღისეულის მაღაროში, მეშახტედ მუშაობდა, ხოლო დედა – წარმოშობით რუსი, იყო მუსიკის მასწავლებელი საბავშვო ბაღში. 6 წლის ასაკში ირინამ დაიწყო პიანინოზე დაკვრა, 9 წლის ასაკში დედის ინიციატივით ის მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა, სადაც 7 წელი სწავლობდა, მღეროდა სასწავლებლის გუნდში. როდესაც შეიკი 14 წლის იყო, მამამისი პნევმონიით გარდაიცვალა. სკოლის დამთავრების შემდეგ შეიკი მცირე ხნით მარკეტინგს სწავლობდა, მაგრამ შემდეგ სილამაზის სკოლაში შევიდა. 2004 წელს მოიგო სილამაზის კონკურსი „მის ჩელიაბინსკი 2004“.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2007 წელს გახდა „Intimissimi“-ს სახე, ამავე წელს შედგა მისი დებიუტი „Sports Illustrated Swimsuit Issue“-ში. ის ამ ყოველწლიურ გამოცემებში 2015 წლამდე გამოჩნდა და ფოტოსესიებს აკეთებდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა პეტერბურგი, ნეაპოლი, გრენადა და ჩილე. 2010 წელს შეიკი „Intimissimi“-ს ბრენდის ოფიციალური სახე გახდა. 2009 წლის მაისში შეუერთდა სამოდელო სააგენტოს „IMG Models“. 2014 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში, ითამაშა მეგარას როლი, ფილმში „ჰერკულესი“.
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰყავს 1 და, ტატიანა პეტენკოვა, რომელსაც 3 შვილი ჰყავს. 2009 წელს გაიცნო პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ისინი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებოდნენ, 2015 წლის იანვარში რონალდუმ განაცხადა, რომ ისინი დაშორდნენ. ამავე წელს შეიკი დაინიშნა ბრედლი კუპერზე, რომლისგანაც 2017 წელს შვილი, ლეა შეეძინა. 2019 წელს ისინი დაშორდნენ.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2014 | ჰერკულესი | მეგარა | დებიუტი კინოში |
2016 | ამი შუმერის შიგნით | ცოლი | ითამაშა როლი ერთ-ერთ ეპიზოდში |
მუსიკალური ვიდეობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | კლიპი | შემსრულებელი |
---|---|---|
2010 | „Power“ | კანიე უესტი |
2014 | „Yo También“ | რომეო სანტოსი ft. მარკ ენტონი |
ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | თამაში | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2011 | Need for Speed: The Run | მილა ბელოვა | ახმოვანებს |