იოანე ბედიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე ბედიელი — ბედიის მთავარ­ეპის­კო­პო­სი XI საუკუნის II ნახე­ვარში. ჰქონდა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) საეკლესიო წოდება. 1065 წელს, როდესაც ბა­გრატ IV-ის ასული მარიამი (მართა) ცოლად გაჰყვა ბიზანტიის იმპერატორის — კონსტანტინე X დუკას ვაჟს მიხეილს (შემდგომში იმპერატორი მიხეილ VII), კონსტანტინო­პოლში ჩასულ ­ქართველ ბიზანტიის მომავალ დედოფალს თან ახლდა სამეფო დელეგაცია: პეტრე პატრიკი, იოანე ბედიელი და „სხუაჲ ერი ფრიადი“.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუდავა ბ., იოანე ბედიელი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 311.