იზიუმსკი-ამატუნის სახლი
იზიუმსკი-ამატუნის სახლი რუს. Дом Изюмского-Аматуни | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
მასალა | აგური |
დასრულების თარიღი | 1975 |
იზიუმსკი-ამატუნის სახლი (რუს. Дом Изюмского-Аматуни) — შენობა დონის როსტოვში, რომელშიც ცხოვრობდნენ მწერლები პეტრონი გაი ამატუნი და ბორის იზიუმსკი. ცხრასართულიანი აგურის სახლი აშენებულია 1975 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლი მდებარეობს სუვოროვის ქუჩისა და ჟურავლიოვის შესახვევის კუთხეში. სახლი ცნობილია იმით, რომ თავის დროზე მასში ცხოვრობდა საბჭოთა მწერლები, ფანტაზიის ჟანრის ოსტატები პეტრონი გაი ამატუნი და ბორის იზიუმსკი. ცხრასართულიანი აგურის სახლი გამოწეული ლოჯიებით აგებულია 1975 წელს.
მწერალი პ. გ. ამატუნი, ავტორი ტრილოგიისა „გაიანა“, ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში 1978 წლიდან 1982 წლამდე. მწერალი ბ. იზიუმსკი, როსტოვის ოლქის მწერალთა საზოგადოების ყოფილი მდივანი, ზღაპარ „ადრიანი დილის“ ავტორი, დონელი მწერლების (ვ. ზაკრუტკინი, პ. ლებედენკო, ი. დიაკონოვი, ა. როგაჩევი) ცხოვრების შესახებ სტატიების ავტორი, აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა 1978 წლიდან 1984 წლამდე.
მწერალი ბ. იზიუმსკი ცხოვრობდა სამოთახიან ბინაში რომლის ნომერიც იყო 153, მესამე სართულზე. შემონახულია მწერლის კაბინეტის მემორიალური აბრა, რომლის ფანჯრებიც გადიოდა ჟურავლიოვის შესახვევში. მწერალი პ. გაი ამატუნი ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში, რომლის ნომერიც იყო 92, მეხუთე სართულზე. მისი კაბინეტის მემორიალური აბრა დღემდე შემონახული არ არის.
1985 წელს შენობის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით:
„ამ სახლში 1978 წლიდან 1984 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი ბორის ვასილის ძე იზიუმსკი (1915 - 1984 წწ).“
|
1988 წელს შენობის კედელზე დაკიდეს მეორე მემორიალური დაფა წარწერით:
„ამ სახლში 1978 წლიდან 1982 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი პეტრონი გაი ამატუნი (1916 - 1982 წწ).“
|
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლი ცხრასართულიანია, აგებულია აგურისაგან, დგას მაღალ ცოკოლზე. სახლის ფასადზე გამოწეული ლოჟიებია.
შენობა რუსული Г ასოს ფორმისაა, დაგეგმარების ძირითადი ელემენტია კიბე, რომლის გარშემოც განლაგებულია საცხოვრებელი სახლები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Главное призвание. - Дон. - 1975. - № 3. - С. 191 - 192.
- Писатели Дона - Ростов-н/Д, 1986. - С. 42 - 46, 152 - 159.