ივანე ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ციციშვილი (დ. 11 დეკემბერი, 1865 — გ. 1921) — ქართველი გენერალი. დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1892). პორუჩიკი (1896). შტაბსკაპიტანი (1900). კაპიტანი (1904). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1916 წელს წარჩინებისთვის). მსროლელთა 45-ე პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1917). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის იარაღით. 1918–1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. სომხეთთან ომში (1918 წელი) მეთაურობდა სამხედრო შენაერთებს ვორონცოვკის მიმართულებაზე.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1909: წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1916: წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 514.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 95, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]