იესოს ცოლის სახარება
იესოს ცოლის სახარება — აპოკრიფული სახარება, მოღწეული პაპირუსის ფრაგმენტის სახით, რომელზეც კოპტურ ენაზე შესრულებული ტექსტია დატანილი. შეიცავს სიტყვებს: „ჰრქუა მათ იესუ: ცოლი ჩემი...“. ფრაგმენტი პირველად გამოქვეყნდა 2012 წელს, რის შემდეგაც დიდი ყურადღება მიიპყრო სამეცნიერო წრეებში.
ფრაგმენტი პირველად წარადგინა ჰარვარდის ღვთისმეტყველების სკოლის პროფესორმა კარენ ლ. კინგმა, რომელიც ვარაუდობდა, რომ პაპირუსი შეიცავდა მეორე საუკინის ბერძნული ტექსტის კოპტურ თარგმანს, რომელიც IV საუკუნეში უნდა შესრულებულიყო. არსებობს მოსაზრება, რომ ტექსტი თანხვდება ცნობილი აპოკრიფული სახარებების ტექსტებს (მარიამის სახარება, თომას სახარება, ფილიპეს სახარება).
რადიონახშირბადული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაპირუსი შუასაუკუნეებს განეკუთვნება[1][2], ხოლო ენობრივი ანალიზის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ტექსტი მომდინარეობს თომას სახარებიდან.
პაპირუსის ავთენტურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელნაწერის გამოქვეყნებიდან მალევე 2012 წელს, ვატიკანის ჟურნალში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ პაპირუსის ფრაგმენტი, რომელიც ე.წ. „იესოს ცოლის სახარების“ ტექსტს შეიცავდა, იყო ნაყალბევი. ცნობას ავრცელებდა ჯოვანი მარია ვიანი, ვატიკანის ოფიციალური გაზეთის “L'Osservatore Romano-ს“ მთავარი რედაქტორი[3]. მოგვიანებით, 2016 წლის ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოების კონფერენციაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა მოხსენება აღნიშნულ ფრაგმენტთან დაკავშირებით და წარადგინა წინასწარი მტკიცებულებები მის ნაყალბევობასთან დაკავშირებით[4]. მკვლევართა ჯგუფმა დაასკვნა, რომ უშუალოდ პაპირუსი ავთენტური ძველი წარმომავლობის არის, თუმცა ნახშირბადის შემცველი მელანი თანამედროვეა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტექსტი: http://projects.iq.harvard.edu/files/gojw/files/thegospelofjesuswife.pdf
- გამოსახულება: https://gospelofjesusswife.hds.harvard.edu/imaging დაარქივებული 2017-09-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რადიონახშირბადული გამოკვლევა №1Ж http://projects.iq.harvard.edu/files/gojw/files/turossshortreportmarch82014.pdf
- ↑ Radiocarbon dating of the papyrus, https://gospelofjesusswife.hds.harvard.edu/radiocarbon-dating
- ↑ „"Gospel of Jesus' wife" fragment is a fake, Vatican says“. Reuters (ინგლისური). 2012-09-28. ციტირების თარიღი: 2023-11-07.
- ↑ Sabar, Ariel (2020). Veritas: A Harvard Professor, a Con Man and the Gospel of Jesus's Wife. New York: Doubleday. p. 298. ISBN 9780385542586.